ვინ და რატომ ერჩის დედაქალაქის ძველ უბანში ჭადრის ხეს?
ფოტოები შალვა დადიანის ქუჩის 30 ნომერშია გადაღებული, სადაც ხის ნაწილი დამწვარია, დაზიანებულია მისი ფესვებიც.
დადიანის ქუჩის მაცხოვრებელმა ქალბატონმა ნანამ, ფოტო-კოლაჟი გამოგვიგზავნა და აღნიშნულ ფაქტზე ჩვენთან კომენტარი გააკეთა:
“30 წელია, ამ ქუჩაზე ვცხოვრობთ მე და ჩემი ოჯახი. რთული პერიოდი გავიარეთ მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყნისთვის ეს წლები განსაკუთრებით მძიმე იყო. არც ამ ქუჩაზე იყო ადვილი ცხოვრება, რადგან ხშირად ქუჩური გარჩევების ადგილად გადაიქცეოდა. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ადგილობრივები მაინც ვუფრთხილდებოდით არა მხოლოდ ურთიერთოებებს არამედ ყველა დეტალს, როგორც შეგვეძლო. თუმცა ახლა ამ ხეს რომ ასეთ მდგომარეობაში ვხედავ გული მტკივა. როგორ შეიძლება ხის ფესვები დაწვა.ამ ხის წინ ბარებია და ბევრჯერ მოვიკითხე, ეს როგორ მოხდა მაგრამ არავინ არაფერი იცის. ეს ტურისტების საყვარელი ადგილია, ბევრი ხალხი ირევა და შესაბამისად კონტროლი რთულია, მაგრამ მხოლოდ ერთი ხის ისტორია არაა ეს. ამას იმიტომ, გიგზავნით, რომ მსგავსი სხვაგანსც ვნახე და იქნნებ შესაბამისმა უწყებებმაც ნახონ და რამენაირი რეაგირება იქონიონ, ისედაც ხე და სიმწვანე აღარ დარჩა ამ ქალაქში. ” გვწერს დადიანის ქუჩიდან ქალბატონი ნანა.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერმა რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას, ვანდალიზმის წინააღმდეგ აპლიკაცია შესთავაზა, საინტერესოა, როგორ იმუშავებს თანამედროვე მიდგომა დედაქალაქში და აღმოფხვრის თუ არა ის ვანდალიზმის ფაქტებს?