ძველ თბილისში 7 წლის შემდეგ რესტორანი “ეზო” იკეტება
ინფორმაცია, რესტორნის ადმინისტრაციამ გაავრცელა რასაც საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. თბილისელები საყვარელი ადგილის დახურვაზე სწუხან და თბილ კომენტარებს "ეზოს" facebook გვერძე არ იშურებენ.
„Რესტორანი ეზოს სტუმრებო, კეთილის მსურველებო, მეგობრებო, ადამიანებო. მოულოდნელი და არც თუ ისე სასიამოვნო ამბავი უნდა გამცნოთ – რესტორანი ეზოს კარი 30 ოქტომბერს დაიკეტება.
Ძალიან რთულია სიტყვებით გადმოვცეთ ყველა დადებითი ემოცია, რომელიც თქვენდამი გაგვაჩნია. Ეზოს გუნდი კვირის ბოლომდე, სიყვარულით და მთელი გულით გიმასპინძლებთ. გაგვეხარდება თუ პირადად შეგხვდებით და ერთად გავატარებთ რესტორანი ეზოს ბოლო დღეებს, ერთმანეთს გავუზიარებთ მოგონებებს და კეთილ სურვილებს.
8 წლის განმავლობაში თქვენთან ერთად შევძელით შეგვექმნა ინდივიდების, ოჯახების, ბავშვების, შინაური ცხოველების საყვარელი რესტორანი და სოლოლაკის გული. მ ა დ ლ ო ბ ა !
იმედი გვაქვს, რომ ეზო, როგორც სოციალური სივრცე და იდეა, მომავალში კვლავ განაგრძობს არსებობას.”- ნათქვამია რესტორნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რესტორანი 7 წლის წინ გაიხსნა და მას სოციალური სივრცის ფუნქციაც ჰქონდა. ეს იყო თბილისელების თვაშეყრის ერთ-ერთი ადგილი. ჩვენ დავინტერესდით თუ რა გახდა მიზეზი დახურვის და როგორც ჩვენთან საუბარში განმარტეს სხვა დეტალებზე საუბარი არ სურთ.