ძლიერი ხანძარი თბილისში – ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს უკიდია

ინფორმაცია, სოციალურ ქსელში ვიდეოს სახით გავრცელდა.

კადრებში ძლიერი დაკვამლიანება ჩანს. ხანძრის ლოკალიზებას ძლიერი ქარი აფერხებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მობილიზებულები არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ხანძრის გაჩენის მიზეზებზე, ამ დრომდე ინფორმაცია არ გავრცელებულა.