თბილისში, დოდაშვილის ქუჩაზე მოძრაობა 4 თვით შეიზღუდება

თბილისის მერიის ცნობით, ისნის რაიონში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე წყლისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც დღეიდან, დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში, აღნიშნულ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისში, დოდაშვილის ქუჩაზე მოძრაობა 4 თვით შეიზღუდება

სამუშაოების პირველ ეტაპზე, მოძრაობა შეიზღუდება დოდაშვილისა და ბოლნისის ქუჩების კვეთიდან დოდაშვილის I ჩიხისა და დოდაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ: დოდაშვილის ქუჩიდან სერგი წულაძის ქუჩის მიმართულებით, ხოლო წულაძის
ქუჩიდან დოდაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ ვლადიმერ ლობჟანიძის, იან პრიბილის (ჩკალოვის), ბოლნისის ქუჩების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირისა და ბერი გაბრიელ სალოსის პირველი შესახვევის გამოყენებით.

შეგახსენებთ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშნულ მისამართზე, უწყების ცნობით 4 თვე გაგრძელდება.