სპორტული მოედნები და დასასვენებელი სივრცეები, სოფ. დიღომში მასშტაბური პროექტი განხორციელდება, რომლის ბიუჯეტი ₾1,3 მლნ-ია
თბილისში, სოფელ დიღომში, გ.ათონელის ქუჩაზე მასშტაბური პროექტი განხორციელდება. 3 000 კვ.მ-ზე სპორტული მოედნები და დასასვენებელი სივრცეები მოეწყობა. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხა საბურთალოს რაიონის გამგეობამ გამოყო, ჯამში ბიუჯეტიდან 1 300 000 ლარია.
“აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცე და LED განათების სისტემა. დასკვნით ეტაპზე, სკვერი გამწვანდება, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე და რულონური ბალახი. ასევე, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.” ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.