“კოლოსი დიღომი” მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
6 სართულიანი მრავალფუნქციური, საცხოვრებელი კომპლექსი, "ბაზის ბანკის" მხარდაჭერით აშენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. საერთაშორისო სტანდარტების კომპლექსის მშენებლობა მოიცავს 7,500 კვ. მ. მიწის ფართობზე, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს პარკინგით, რომელიც აერთიანებს კომერციულ, საოფისე და საცხოვრებელ ფართებს.
მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი დიღოში, ნესტან-დარეჯანის #28 ნომერში აშენდება.სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტს ეკოლოგიურად სუფთა ადგილმდებარეობა გამოარჩევს, “ბაზის ბანკში” ამბობენ, რომ მათ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას, ქართული ბიზნესის და, მათ შორის, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. პროექტი 2024 წელს სრულდება და ბინის შეძენის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ ბაზისბანკის გამარტივებული იპოთეკური სესხით. განაცხადის შევსება მომხმარებელს შეუძლია ონლაინ.house “colos digomi”