დიღმის ტყე-პარკი დედაქალაქის მერიის მფლობელობაში გადავიდა – განკარგულება საქართველოს მთავრობამ გასცა
დიღმის ტყე-პარკი, რომელიც 25 634 კმ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მოიცავს მთავრობის განკარგულების საფუძველზე დედაქალაქის მერიის მფლობელობაში გადავიდა.
შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„თბილისში, გიული ჭოხონელიძის ქუჩა N4-ში მდებარე 25 634 კმ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების (განუსხვისებელი) სახით გადაცემის შესახებ (დიღმის ტყე-პარკი)“, – ვკითხულობთ განკარგულებაში.