დიდუბე – სასიამოვნო მატარებლის ლოდინი – ინტერნეტ სივრცეში შემაშფოთებელი ფოტოები ვრცელდება
სრული ანტისანიტარია და გაუსაძლისი მდგომარეობა, ფოტო-კადრებზე რა ხდება მეტროს მიმდებარედ და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?
სოციალურ ქსელში, გავრცელებულ ფოტო-მასალას, რომელიც მოქალაქე გოგიტა ალექსანდრიამ გადაიღო, “Facebook” ჯგუფ “ქალაქის პრობლემებში” გაავრცელა.
აღნიშნული მეტროსადგურის მიმდებარედ, ანტისანიტარია ჩვეულ ნორმად იქცა და რაც არ უნდა მიზეზი ვეძებოთ, ყველაფერი მაინც მოქალაქეების თვითშეგნებამდე მიდის, ვინაიდან ირგვლივ მიმოფანტული ნარჩენები ძირითადად საყოფასხოვრებოა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირები მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ივიწყებენ და ნარჩენებს, ნაგვის ურნებში არ ათავსებენ.
აღსანიშნავია, რომ მეტრო “დიდუბის” მიმდებარედაა, ავტო-სადგური “ოკრიბა”, სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი გადაადგილდება.