დიდი დიღომის რომელ ქუჩაზე დაიკეტება მოძრაობა ერთი თვით

3 ნოემბრიდან დიდ დიღომში თინათინის ქუჩაზე, მოძრაობა ერთი თვით დაიკეტება. მიზეზი წყალმომარაგების ახალი სისტემით შეცვლაა.

დიდი დიღომის რომელ ქუჩაზე დაიკეტება მოძრაობა ერთი თვით

“სამუშაოების პირველ ეტაპზე, მოძრაობა შეიზღუდება თინათინის ქუჩაზე, ერედვის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთიდან ვახტანგ ჭელიძის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. სამუშაოების პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ერედვის, ავთანდილის, ვახტანგ ჭელიძისა და ხატაეთის ქუჩების გამოყენებით.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის განმავლობაში, გადაადგილება შეიზღუდება თინათინის ქუჩაზე, ვახტანგ ჭელიძის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთიდან ხატაეთის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. სამუშაოების პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ერედვის, ავთანდილის, ჭელიძის, ხატაეთის, შერმადინისა და როსტევანის ქუჩების გამოყენებით.

სამუშაოების მესამე ეტაპზე, გადაადგილება შეიზღუდება თინათინის ქუჩაზე, რამაზის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთიდან ფატმანის ქუჩისა და თინათინის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ნინო აბაშიძე-ორბელიანის, რამაზის, ავთანდილის, ფატმანისა და ერედვის ქუჩების საშუალებით.” აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

არეთვე შეიცვლება მიკოავტობულების გადაადგილების სქემაც, 422 ნომერი გადაადგილდება თინათინის ქუჩაზე მარცხნივ მოხვევით, მოძრაობას გააგრძელებს ერედვის ქუჩაზე, შემდეგ ავთანდილისა და ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების გავლით დაუკავშირდება თინათინის ქუჩას.

შეგახსენებთ, რომ სამუშაოები 3 ნოემბირიდან ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.