თბილისის ყველა მოსახლისთვის სიტყვა „მშენებლობა“ უკვე ქაოსთან ასოცირდება. ამ სიტყვის გაგონებაზე ავტომატურად ისმის კითხვა: დარჩა კიდევ ადგილი? მაგრამ ამ ყველაფერს დასასრული მაინც არ აქვს. ჯერ მოსახლეობას არსებულ შენობებზე მიშენების ნება დართეს, რითიც სახლების ფასადები, ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ უბნებში ჯურღმულებად აქციეს, შემდეგ ავტოფარეხების აშენებისა და დაკანონების, რამაც ეზოები გაურკვეველი არაერთგვაროვანი შენობებით აავსო და დაამახინჯა.

ადგილის უქონლობის გამო, გარეუბნების ვითომ განაშენიანებას შეუდგნენ, აქაც ქაოტურად დაიწყო ყველაფერი, რადგან წლიდან წლამდე იმდენად იზრდება სამშენებლო კომპანიებისა და მშენებლობების რიცხვი, ადგილი მაინც პრობლემაა. ერთ-ერთი ასეთი ახალი გაშენებული უბანი დიდი დიღომია.

დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები

დიდი დიღომი – თბილისის ერთ-ერთი უბანი, რომელიც მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია მოთავსებული. დიდი დიღმის მოსახლეობა 40-50 ათას ადამიანს უტოლდება. იყოფა 4 მიკრორაიონად. მდებარეობს თელეთის ქედს კალთებს, სოფელ დიღომსა და მდინარე მტკვარს შორის.

აქ არის იოანე პეტრიწის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე არჩილის, დემეტრე თავდადებულის, ფარნავაზის, პეტრე იბერის და მირიან მეფის ქუჩები.

დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები

დიდი დიღმის განაშენიანების ხედვა 1930-იანი წლებიდან არსებობდა, თუმცა საბოლოოდ 1970-იან წლებში გადაწყდა და 1986-1991 წლებში განხორციელდა. 1986 წლამდე აქ მდებარეობდა დიღმის საბჭოთა მეურნეობის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, სადაც ბოსტნეული კულტურები მოყავდათ. გეგმით დიდ დიღომში 7 საცხოვრებელი რაიონი უნდა აშენებულიყო, რომლებსაც ჯამში 250 ათასი მაცხოვრებელი უნდა ჰყოლოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის გამო აშენდა მხოლოდ პირველი და ნაწილობრივ მეორე რაიონები. 2000-იანი წლებიდან შვიდი საცხოვრებელი რაიონიდან, დანარჩენი ხუთი დაგეგმილი სახით საერთოდ ვერ განხორციელდა. მთელი ეს არეალი ქაოსურად აითვისეს. მიკრორაიონებისთვის მოაზრებული არეალები, თითქმის მთლიანად უსისტემო და ინფრასტრუქტურით ცუდად უზრუნველყოფილმა განაშენიანებამ შეავსო.

დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები
დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები
დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები
დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები

მშენებლობებისთვის აითვისეს ცარიელი ზონები, სადაც თავდაპირველი გეგმის მიხედვით, რაიონული ცენტრები და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების არეალები უნდა მოწყობილიყო. არ შეინარჩუნეს არც გამწვანებული სივრცეები, რაც კვარტლებს შიგნით არსებობდა. ახლა მწვანე საფარის ადგილს, შეუსაბამო ფუნქციის შენობები იკავებს.

დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები
დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები

ეკოლოგ სიმონ ბარამიძის თქმით, ერთ დღეს თბილისს შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფა დაემუქროს, თუმცა ის ჰაერის დაბინძურებით იქნება გამოწვეული, რადგან როგორც ეკოლოგი აღნიშნავს „ქალაქი არ ნიავდება“ რასაც ხელს უკონტროლო მშენებლობა უშლის:

„ერთ დღეს, შეიძლება მოხდეს ისე, რომ თბილისში ხალხი დაიწამლოს, ამაზეც იტყვიან მოულოდნელი იყოო. დიდი დიღომი ისე გააკეთეს, რომ იქიდან ქარი აღარ გამოდის, როგორი არქიტექტურა და განაშენიანებაა ეს?! ქალაქის არასწორი განაშენიანება გამოიწვევს მასიურ მოწამვლას. მტკვრის მარჯვენა მხარეს არაფერი არ ნიავდება, ისე უცნაურად არის ყველაფერი მოწყობილი. მტკვარი უნდა იყოს ყველაფრის გამტანი, თუმცა ასე აღარ ხდება. ადრე დიდი დიღომი ქალაქს 5-6 მ/წმ სიჩქარით ანიავებდა მაშინ, როცა ქარის სიჩქარე 13 მ/წმ იყო, ახლა ასე აღარ არის. მტკვრის მარჯვენა მხარეს არაფერი არ ნიავდება, ჰაერი აღარ ჩადის ისე. როდესაც ჰორიზონტალური განიავება არ ხდება და ზაფხულში მზისგან ასფალტი ცხელდება, დედაქალაქში მაღალ ტემპერატურას ვიღებთ, სწორედ ამიტომ არის ტემპერატურა ასე მომატებული და ეს კიდევ უფრო გაიზრდება,“ – აღნიშნა სიმონ ბარამიძემ.

დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები
დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები
დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები
დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები

მოსახლეობა საუბრობს უსახელო ხევის ადიდების საშიშროებაზეც, სადაც ინტენსიური განაშენიანება გრძელდება – ხევი, რომელიც ყველა ძლიერი წვიმის დროს წყლით ივსება, ნაპირებზე გადმოდის და წყალი იქვე მცხოვრებ ოჯახების ეზოებსა და სახლის პირველ სართულებს ტბორავს. თუ ნალექი დიდია – წყალი მიმდებარე ქუჩებსაც მიუყვება და მიკრორაიონებამდეც ჩადის. რაც უფრო ხანგრძლივი და ძლიერია წვიმა, მდინარე, რომელიც წვიმისას ცოცხლდება, მით მეტად მძლავრად მოედინება და თან მოაქვს მოთხრილი ხის ტოტები, ფესვები და ნაგავი, რაც კი გზად შეხვდება. ხევი ადგილ-ადგილ სამშენებლო ნაგვით – ინერტული მასალითა და მიწით არის ამოვსებული – როგორც ჩანს, ბოლო წლებში, ახლომახლო მშენებლობების პარალელურად, ხევს ნაგავსაყრელადაც იყენებდნენ.

დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები
დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები

უხვი ნალექის დროს სოციალური ქსელის მომხმარებლები გამუდმებით წერენ, რომ პრობლემები შეიქმნა დიდ დიღომში, დატბორილი ქუჩების ვიდეოებს და ფოტოებს ავრცელებენ.

დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები
დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები

მიუხედავად ამისა, დიდი დიღომის განაშენიანება ინტენსიურად გრძელდება. ამ დროისათვის გარდა დასრულებული საცხოვრებელი კორპუსებისა, მიმდინარე 31- ამდე მშენებლობაა, მათი ფასები კვადრატულ მეტრზე 1600-დან 2900 ლარამდე მერყეობს.

დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები
დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები
დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა დიდ დიღომში ახალი უბნის მშენებლობის შესახებ, რასაც პროტესტი მოყვა მოსახლეობის მხრიდან.ისინი ისედაც ქაოტურად განაშენიანებული დიდი დიღომის შენობებით გადატვირთვას აპროტესტებენ.

1000 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის გაშენება იგეგმება 30-ზე მეტი კორპუსით, რომელთა სართულიანობაც 12-დან 21-მდეა.

„ეს გამოუსწორებელი ზიანია. დიდ დიღომში არსებული ვერც ინფრასტრუქტურა, ვერც გარემო და ვერც მოსახლეობა ვერ გაუძლებს ასეთი მასშტაბის მშენებლობას, რომელიც იქნება თბილისის ურბანულ ქსოვილში მორიგი დანაშაული“, -წერენ სოციალურ ქსელში.

დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები
დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები
დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები

მოსახლეობის მხრიდან მწვანე საფარის შენარჩუნების მიზნით პროტესტის ტალღა არ წყდება. სურათებიდანაც აღიქმება, რომ დიდი დიღომი მწვანე საფარის ნაკლებობას განიცდის, მერიის გამწვანების სამსახურის, გამგეობებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩართულობით, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს გამწვანების ღონისძიებები, თუმცა ბეტონის მაღალსართულიან შენობებში მწვანე სივრცე იკარგება.

დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები
დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები
დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები
დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები
დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები
დიდი დიღომი და მასშტაბური განაშენიანება – რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ექსპერტები

ქალაქების ნაგებობებით „გადავსებას” ვერ გავექცევით, სამაგიეროდ, შესაძლებელია ეს გემოვნებით და გარკვეული წესების დაცვით გაკეთდეს, რაც ქალაქის იერსახეს მეტ სილამაზეს შესძენს.