ძლიერი წვიმის შედეგად, დიდ დიღომში ქუჩები დაიტბორა
გავრცელებულ ფოტო-ვიდეო მასალებში ჩანს, უხვი რაოდენობის წყალი, რომელიც საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე მოედინება.
kalaki.ge დიდი დიღომში მცხოვრებლებს გაესაუბრა, როგორც გვითხრეს ყოველი დიდი წვიმის დროს ნიაღვარი მოედინება და ქუჩები იტბორება.
ერთ-ერთმა ჩვენმა მკითხველა ეთერ შველიძემ განაცხადა, რომ განსაკუთრებით, ივნისის თვე წყალუხვია და ზოგჯერ ისე იტბორება, რომ სადარბაზოებში შესვლა შეუძლებელია.
“პეტრიწის ქუჩაზე ვცხოვრობ ოჯახთან ერთად, ძალიან დიდი პრობლემაა ყოველი წვიმა, როგორც ჩანს გამართული არაა სანიაღვრე სისტემები. გუშინ გვეგონა წყალი წაგვიღებდა ისე დაიტბორა ყველაფერი, ჩემი შვილიშვილი მანქანიდან ვერ გადმოვიდა რომ სადარბაზოში შემოსულიყო. მუნიციპალიტეტისთვის არ მიგვიმართავს მაგრამ თვითონაც იციან, რომ სანიაღვრეები დიდი პრობლემაა ჩვენი უბნისთვის.”- განაცხადა ქალბატონმა ეთერმა.