დღის ფოტო-მყინვარწვერი კუს ტბიდან
ფოტო რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა მანო ქავთარაძის მიერაა გადაღებული.
კუს ტბიდან დანახულმა მყინვარწვერმა თბილისელები აღაფრთოვანა. როგორც ჩანს დღეს კარგმა ამინდმა და ჰაერის ნაკლებმა დაბინძურებამ, თბილისიდან ის ხედები გამოაჩინა რაც დიდი ხანია აღარ უნახავთ დედაქალაქელებს. ბევრს ნოსტალგიაც კი მოჰგვარა, ფოტოს ნახვამ და ძველი თბილისი გაახსენა, როცა ჰაერი სუფთა, ქუჩები კი მწვანე მცენარეებით იყო სავსე.