დღეს ყველა სკოლაში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა – ემოციური დღე, რომელსაც ყველა სკოლა განსაკუთრებლად აღნიშნავს
წელიწადის ამ დროს, მაშინ როცა სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი ირეკება, თბილისი თითქოს სულ სხვანაირია, ქუჩებში თეთრპერანგიანი უკვე სკოლა დამთავრებული ახალგაზრდები დასეირნობენ და ეს ემოცია თითქოს მთელს ქალაქში იგრძნობა.
დღეს მე-12 კლასელებმა საჯარო სკოლები დაამთავრეს და პირველკლასელებისთვის კი სასკოლო რეგისტრაცია დაიწყო.
“ზოგადი განათლების შესახებ” კანონის ცვლილების შემდეგ, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.
შეგახსენებთ, რომ მშობლებს შვილების პირველ კლასში რეგისტრირებას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge-ზე შეძლებენ.