თბილისში დეზერტირების ბაზრობის ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება

თბილისში დეზერტირების ბაზრობის ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება, დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მშენებლობის ნებართვა გასცა.

თბილისში დეზერტირების ბაზრობის ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება

არქიტექტურული პროექტის მიხედვით, შენობა 15.3 მეტრის იქნება და მასში ორი სართული განთავსდება. განაშენიანების საერთო ფართობი 17,994 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ხოლო უშუალოდ კომერციული ფართობი 12,458 კვადრატული მეტრი იქნება. ახალი სავაჭრო ცენტრი გააერთიანებს ბრენდულ მაღაზიებსა და საკვებ ობიექტებს. როგორც ცნობილია პროექტს შპს “თბილისი მოლი” განახორციელებს.