განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 1-ელ მარტამდე გაგრძელდა
დევნილთა სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 2024 წლის 1-ელ მარტამდე გაგრძელდება. უწყების განმარტებით გათვალისწინებულ იქნა იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტერესები და განაცხადების მიღება კიდევ ერთი თვით გახანგძლივდა.
განაცხადების მიღება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მიმდინარეობს. ახალი განაცხადი უნდა შეავსოს ყველა იმ ოჯახმა, ვისაც დევნილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში ბინის მიღება სურს.
დევნილ ოჯახებს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები 2025 წლის ბოლომდე გადაეცემათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა, დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, 900 მილიონის ღირებულების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 13 000 დევნილი ოჯახი განსახლდება.