337 დევნილ ოჯახს მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა
აღნიშნულის შესახებ პრენიერ-მინისტრმ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, 337 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული 342 საცხოვრებელი ფართი.
დევნილები საცხოვრებელ ბინებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში, გორში, გარდაბანში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ბათუმსა და მარნეულში მიიღებენ.