რუსთავში დევნილებისთვის საცხოვრებელ კომპლექსს “საბა კონსტრაქშენი” 81 მილიონად ააშენებს
ტერიტორიის მთლიანი ფართობი 2 ჰექტარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ ტენდერში სავარაუდო ღირებულებად 92.9 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული, მასში 1-მილიონიანი ფასის კლებით “საბა კონსტრაქშენმა” გაიმარჯვა. ერთი ბინის საბოლოო საშუალო ღირებულება პროექტით 101,000 ლარად განისაზღვრება.
ბინების განაწილება ფართობების მიხედვით ასეთია:
1 (ერთი) ოთახიანი – 320 ბინა – 40% – (დასაშვები ცდომილება სრული ბინების რაოდენობის +/- 10%) ბინის საორიენტაციო საერთო ფართი 30-40 მ 2;
2 (ორი) ოთახიანი – 320 ბინა – 40% – (დასაშვები ცდომილება სრული ბინების რაოდენობის +/- 10%) ბინის საორიენტაციო საერთო ფართი 50-60 მ 2;
3 (სამი) ოთახიანი – 80 ბინა – 10% – (დასაშვები ცდომილება სრული ბინების რაოდენობის +/- 10%) ბინის საორიენტაციო საერთო ფართი 70-80 მ 2;
4 (ოთხი) ოთახიანი – 80 ბინა – 10% – (დასაშვები ცდომილება სრული ბინების რაოდენობის +/- 10%) ბინის საორიენტაციო საერთო ფართი 90-100 მ 2.
ტენდერში “საბა კონსტრაქშენის” გარდა ასევე მონაწილეობდა “ანაგი” 82.9 მლნ ლარი და ამხანაგობა CRBC – CCTEB 82 მილიონი ლარი.
პროექტი კონტრაქტის გაფორმებიდან 720 დღის ვადაში უნდა აშენდეს.