2025 წლის ბოლომდე 7000-ზე მეტ დევნილ ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა
დევნილების საცხოვრებლით დასაკმაყოფილებლად 900 მლნ ლარია გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში, 2025 წლის ბოლომდე, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალ ბინები გადაეცემა, ხოლო 6 000 ოჯახი, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, დაკმაყოფილდება. ჯამში, 13 000 ოჯახი საცხოვრებელი ფართით იქნება დაკმაყოფილებული.
საცხოვრებელ კომპლექსში, ახალი ბინა 2400 ოჯახს გადაეცემა. პროექტის მიხედვით, 11 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსი აშენდება, რომლის ბიუჯეტი 243 613 670 მილიონ ლარს შეადგენს.
სამშენებლო სამუშაოები 2023 წლის აპრილში დაიწყო ხოლო დასრულება 2025 წელსაა გათვალისწინებული.
დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს 5 ქალაქში, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, დევნილი ოჯახებისთვის, საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.