დეველოპერული კომპანია “თბილისი ჰაუსი” კიდევ ერთ საცხოვრებელ კომპლექსს დიღომში აშენებს
კომპანიას ამჟამად ოთხი დასრულებული პროექტი - ჰაუს კლასიკი, ჰაუს ქორნერი, ჰაუს გარდენი და ჰაუს პანორამა აქვს, რომლებიც ისანში, ლერწმის, ამილახვრისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებზე მდებრეობს.
კომპლექსი ორ 11 სართულიან და 4 სართულიან ბლოკს მოიცავს, ჯამში სივრცე 165 ბინას აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ პროექტი ყველანაირი მოთხოვნის მომხმარებელზეა მორგებული.
რაც შეეხება ინვესტიციების საკითხს, კომპანიის პარტნიორი “საქართველოს ბანკია”
“ჩვენი კონცეპტუალური ხედვა გულისხმობს თანამედროვე სამშენებლო ობიექტების დაგეგმარებასა და სამშენებლო სამუშაოების იმგვარად წარმართვას, რომ შევინარჩუნოთ მაღალი რეპუტაცია სამშენებლო სექტორში, უზრუნველვყოთ უსაფრთხო სამუშაო პროცესი მშენებლობის ყველა ეტაზე, ხელმისაწვდომი გავხადოთ თანამედროვე საცხოვრებელი გარემო და ქალაქის ეკოსისტემის გათვალისწინებით წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ურბანულ განვითარებაში”, – აცხადებენ კომპანიაში.