დემონტაჟი და შეჩერებული მშენებლობები თბილისში

მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ სექტემბრამდე, სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ გამოცემულია, 783 დადგენილება.

დემონტაჟი და შეჩერებული მშენებლობები თბილისში

მშენებლობის შეჩერების შესახებ 270, ხოლო უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის 50 დადგენილება გამოიცა.

დედაქალაქში ქაუტური მშენებლობის უმეტესობა, უნებართვოა. წლებია აღნიშნული პრობლემის შეჩერება ვერ გვარდება, რადგან სახელმწიფოს კუთვნილი მიწებზე მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლები აიშენა და ტერიტორიები მიისაკუთრა.

რაც შეეხება სახელმწიფოს დამოკიდებულებას აღნიშნულ პრობლემაზე, ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უნებართვოდ აშენებული შენობების მეპატრონეებს, მისი შესყიდვა სახელმწიფოსგან შეეძლებათ წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთრების დატოვება მოუწევთ, რადგან შენობები აუქციონის წესით გაეყიდებათ.