ვინ და როგორ გააკონტოლებს დედაქალაქში ჰაერს და რა გეგმა შეიმუშავა შესაბამისმა უწყებამ
სუფთა ჰაერის არსებობა საქართველოს მოქალაქისთვის კონსტიტუციის 29-ე მუხლით მინიჭებული უფლებაა, თუმცა დედაქალაქში კანონი ბევრჯერ ირღვევა რადგან ბოლო წლების მონაცემების მიხედვით ჰაერში დასაშვებ ნორმას აჭარბებს როგორც მყარი ნაწილაკების [PM 10 და PM 2.5], ასევე აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციები, რომელთა წყაროები სატრანსპორტო საშუალებებია.
თბილისის აგლომერაციის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
დოკუმენტის მიხედვით, თუკი 2022 წელს თბილისის ატმოსფერულ ჰაერში წლიურად 4 530 ტონა PM 10 და 650 ტონა PM 2.5 გამოიფრქვა, 2026 წელს ეს მონაცემი უნდა შემცირდეს და გახდეს PM 10 – 4 000 ტონა, ხოლო PM 2.5 – 600 ტონა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა გაფართოვდა და მას 8 ახალი ავტომატური სადგური შეემატა.
“დამაბინძურებელი წყაროს უკეთ გამოვლენის მიზნით სასურველია, რომ ფონურ სადგურთან ერთად, არსებობდეს გზისპირა, – დამაბინძურებელ წყაროსთან ახლოს მდგარი, – სადგურებიც. ამ ორი ტიპის სადგურის მონაცემების შედარებით, უფრო მარტივად შეიძლება დამაბინძურებლის გამოვლენა და დამაბინძურებელი წყაროს, ასევე დაბინძურების დინამიკის, მონაცემებით დადასტურება. ორი ტიპის [ფონური და დამაბინძურებელთან ახლოს] მონაცემების მოგროვება აუცილებელია დამაბინძურებლების დაავადებებთან კორელაციის დადგენის, დამაბინძურებელი წყაროების შემცირების, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებითვის პოლიტიკის გატარებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით.
კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და დავადებებს შორის რუსთავში
“კაქტუსის” კვლევით, ქალაქ რუსთავში მყარი ნაწილაკების [[PM 10 და PM 2,5, შესაბამისად]] კონცენტრაციის ჰაერში მომატება, კორელაციაშია სასუნთქი სისტემის დაავადებების ახალი შემთხვევის მატებასთან: სტატისტიკური შედარებით, ჰაერში ამ ორი დამაბუნძურებლის კონცენტრაციის მატება დაავადებების ახალი შემთხვევების მატებას პირდაპირ დაუკავშირდა.
მონაცემების შედარებით აღმოჩნდა, რომ როცა ჰაერში მაღალია მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია, პარალელურად მაღალია დაავადებების რაოდენობაც.
ამ კვლევის შედეგები იძლევა იმ ჰიპოთეზის გამოთქმის საშუალებას, რომ დაავადებების მატება, შესაძლოა, იყოს მჭიდრო კავშირში ჰაერის ამ ორი კომპონენტით დაბინძურებასთან.
ამის მყარად დასამტკიცებლად, საჭიროა უფრო ფოკუსირებული და დავიწროებული კვლევების ჩატარება.
დაავადებების ახალი შემთხვევების მატებას, შესაძლოა, სხვა ფაქტორებიც განაპირობებდეს, – მათ შორის ჰაერის დაბინძურება, მაგრამ არა მხოლოდ, რაც ცალკე შესასწავლია.” – ნათქვამია დოკუმენტში.
მონაცემები, ინოვაციური მიდგომა საინტერესოა თუმცა რას შეცვლის ესაა მთავარი კითხვა რადგან დაბინძურებამ სერიოზული ზიანი მიაყენა დედაქალაქელებს.