დედაქალაქში ბინის ქირა მკვეთრად გაიაფდა – რამდენი პროცენტით დაიკლო თბილისში გასაქირავებელმა ბინების ფასმა?
"თი ბი სი კაპიტალმა" საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში ბინების ქირის ფასმა მკვეთრად იკლო.
დოკუმენტის მიხედვით, ივნისში დედაქალაქში გასაქირავებელი საცხოვრებლის კვადრატულის ფასი 11.6 დოლარს გაუტოლდა. მონაცემის მიხედვით, ყოველ თვეში გადასახდელი თანხა, 3.3%-ით, ხოლო წლიურად 8.3%-ით შემცირდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, ამავე კვლევის თანახმად გაყიდვების ფასი დედაქალაქში, რომლის მიხედვითაც ივნისში 2 903 ბინა გაიყიდა, რამაც კვადრატულზე 1 178 დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 21%-იანი კლებაა.