დედაქალაქის ნაწილი ისევ უწყლოდაა – წიწამურთან „ჯივიპის“ კუთვნილი მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

რამდენიმე დღეა სოფელ წიწამურთან „ჯივიპის“ კუთვნილი მაგისტრალური მილსადენის დაზიანებაზე სხვადასხვა ვერსია გავრცელდა, მათ შორის იყო ჩამოწოლილი მიწა და სტიქიური შემთხვევა, თუმცა, როგორც kalaki.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

დედაქალაქის ნაწილი ისევ უწყლოდაა – წიწამურთან „ჯივიპის“ კუთვნილი მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, სოფელ წიწამურთან მილსადენი სამი დღის წინ დაზიანდა, რის გამოც დედაქალაქის ნაწილი უწყლოდ დარჩა. ამჟამად მომხმარებლების ნაწილს წყალი სპეციალური გრაფიკით მიეწოდებათ. დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, მილის შეკეთება რამდენიმე დღეს გასტანს და მის სრულად აღდგენას კიდევ 6 დღე სჭირდება.