„თბილსერვის ჯგუფი“ სპეცტექნიკის საშუალებით დედაქალაქის ქუჩების მორეცხვას აგრძელებს
ზაფხულის განმავლობაში ინტენსიურად ირეცხება გზები, ურნები და მიწისქვეშა გადასასვლელები.
„თბილსერვის ჯგუფი“ აწარმოებს ქუჩების მორეცხვის სამუშაოებს. ამჟამად ვიმყოფებით დიდ დიღომში, ასევე გლდანში და მელიქიშვილის გამზირზე ირეცხება ქუჩები და სუფთავდება ურნები. ეს პროცესი მთელი ზაფხულის პერიოდში მიმდინარეობს, თუ ამინდი გვაძლევს ამის შესაძლებლობას და ნალექი არ არის. ყოველღამით ირეცხება ქუჩები და გამზირები სხვადასხვა რაიონებში და უბნებში. ეს სამუშაოები ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩა, ურნები და მიწისქვეშა გადასასვლელები მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად ირეცხება, თუმცა ტემპერატურის მატებასთან ერთად, აღნიშნული სამუშაოები ზაფხულის პერიოდში უფრო ინტენსიურად სრულდება.
აღსანიშნავია, რომ იმისათვის, რომ დედაქალაქში საგზაო მოძრაობა არ შეფერხდეს, ცენტრალური და მეორეხარისხოვანი გზების მორეცხვა ღამის განმავლობაში მიმდინარეობს.