დედაქალაქში უძრავი ქონება გაძვირდა, ფასებმა საცხოვრებელ კორპუსებსა კერძო სახლებზე მოიმატა – სად ღირს ყველაზე ძვირი უძრავი ქონება
თბილისში უძრავ ქონებაზე ფასებმა მოიმატა, 2024 წლის პირველი კვარტალის მონაცემების მიხედვით, დედაქალაქში საცხოვრებელი ბინები და კერძო სახლები ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონშია. ასეთია "საქსტატის" ახალი კვლევის შედეგი. დოკუმენტში საუბარია თბილისის ყველა უბანი სადაც საცხოვრებელი სახლების საშუალო გასაყიდი ფასებია მოცემული.
უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ, ბინების შემთხვევაში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 5 578 ლარია, კერძო სახლის შემთხვევაში, კი 4 250 ლარი. მთაწმინდის შემდეგ თბილისში ყველაზე ძვირადღირებულ უბნად ვაკე ხოლო მესამე ადგილზე საბურთალოა. დედაქალაქში უბნების მიხედვით ფასები კი ასეთია:
1 კვ.მ ბინების ფასი 1 კვ.მ კერძო სახლების ფასი
მთაწმინდა – 5 578 მთაწმინდა – 4 250
ვაკე – 4 866 ვაკე – 3 080
საბურთალო – 3 837 საბურთალო – 3 044
კრწანისი – 3 585 დიდუბე – 3 010
ჩუღურეთი – 3 473 ჩუღურეთი – 2 766
დიდუბე – 3 446 კრწანისი – 2 668
ნაძალადევი – 3 383 ისანი – 2 514
ისანი – 3 338 ნაძალადევი – 2 259
გლდანი – 3 200 სამგორი – 2 175
სამგორი – 3 041 გლდანი – 2 036
საერთო ჯამში “საქსტატის” ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში საცხოვრებელი ბინების სეგმენტში 1.2 პროცენტიანი , ხოლო კერძო სახლების შემთხვევაში 0.7 პროცენტიანი ზრდაა.