დაზიანებული კანალიზაცია, რომელიც თბილისის ზღვაში ჩაედინებოდა-როგორ მოაგვარდა პრობლება

თბილისის ზღვაზე, ერთ-ერთი კანალიზაცია დაზიანდა და მთელი სიბინძურე ზღვაში ჩაედინებოდა. ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც დედაქალაქელებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ერთ-ერთმა მოქალაქემ ერთი თვის წინ შენიშნა, მთელი ეს პერიოდი თბილისის მერიასა და სასმელი წყლის კომპანიას GWP-ის არწმუნებდა სწრაფად მოეგვარებინათ აღნიშნული პრობლემა. საკითხის შესწავლასა და მოგვარებას ერთი თვე დასჭირდა თუმცა, დღეს როგორც გაირკვა საკანალიზაციო სისტემის თავი რომელიც დაზიანებული იყო, აღდგენილია.

დაზიანებული კანალიზაცია, რომელიც თბილისის ზღვაში ჩაედინებოდა-როგორ მოაგვარდა პრობლება
დაზიანებული კანალიზაცია, რომელიც თბილისის ზღვაში ჩაედინებოდა-როგორ მოაგვარდა პრობლება
დაზიანებული კანალიზაცია, რომელიც თბილისის ზღვაში ჩაედინებოდა-როგორ მოაგვარდა პრობლება

“გილოცავთ ყველას დღეს ვიყავი თბილისის ზღვაზე ასული და ახალი მილი ჩაუდიათ მიწაში და ჭაც გაუსუფთავებიათ – აღარ ჩადის ამ ადგილიდან კანალიზაციის უსუფთაობა ზღვაში. (სამწუხაროდ რამდენიმე თვეა ჩადიოდა) მეთევზეებმა კიდევ ორი ადგილი მითხრეს და გადასამოწმებელია. მოკლედ GWP-მ ივაჟკაცა. მაგრამ ამას მე კი არ უნდა ვაკეთებდე, უნდა გარშემო უვლიდეს მუდმივად ვიღაც და ამოწმებდეს.”- წერს ხოსე მაჯინერე.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პრობლემის ნახვა და მოგვარება სამოქალაქო პასუხისმგებლობით მოხდა, ალბათ ეს არის მთავარი ბერკეტი რითაც ადამიანები გარემოს დაცვასა თუ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების აღმოფხვრას შეძლებენ.