დავიმახსოვრო ხედი ჩემი სახლიდან და დავემშვიდობო ამ ყველაფერს – რას წერს თბილისის მოქალაქე არსებულ ისტერიულ მშენებლობაზე

სოციალურ ქსელში მარო კალატოზიშვილი საჯარო ჯგუფ "დედაქალაქის პრობლემები" პოსტს აქვეყნებს, რომელიც სავარაუდოდ მისივე სახლიდანაა გადაღებული. აღნიშნულ პოსტში ის სწუხს, რომ მალე ასეთი ხედის დანახვას ვეღერ შეძლებს რადგან წინ ორი კორპუსის მშენებლობაა დაწყებული.

“უკვე აღარ ვიცი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ისტერია, რაც თბილისში ხდება მშენებლობის თვალსაზრისით.
იმასაც ვერ ვხვდები, ამდენი ბინის კლიენტი ვინღაა, ნუთუ მთელი საქართველო თბილისში სახლდება?!
ეს ფოტო სამახსოვროდ გადავიღე, რათა დავიმახსოვრო ხედი ჩემი სახლიდან და დავემშვიდობო ამ ყველაფრერს, ვინაიდან ორი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს მონიშნილ ადგილებში და ეჭვიც არ მეპარება, რომ სართულების რაოდენობა 16 მაინც იქნება 🙂
მე, ჯერჯერობით, ხედზე ვწუხვარ მხოლოდ, მაგრამ სხვა ადგილებში გაცილებით დიდი პრობლემებია და აივნიდან ერთი ხელის გაწვდენაზე ჰყავთ გვერდზე კორპუსის მეზობელი.
წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდება პარკინგის ამბავში.
არაჩვეულებრივუ სარეკრეაციო ზონა გაკეთდებოდა ამ ადგილას, მაგრამ არა, ბეტონი ჯობია.” წერს მარო კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში.