90-იანი წლების შემდეგ დაუჯერებელი ამბავი ბათუმიდან-ავტომობილის მფლობელს ოთხივე საბურავი და დისკი მოპარეს
შემთხვევა ბათუმში, სავარაუდოდ გუშინ გვიან ღამით მოხდა. დილით ავტომობილის მფლობელს საკუთარი მანქანა დისკებისა და საბურავების გარეშე დახვდა. მეტიც მანქანა აგურებზე იდგა.
უნდა ითქვას, რომ მსგავსი შემთხვევა 90-იანი წლების შემდეგ აღარ მომხდარა. ავტომობილის მფლობელმა ამბავი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს დილით ასეთ მდგომარეობაში დამხვდა ჩემი მანქანა. 4ივე საბურავი დისკებით მომპარეს.თუ ამ პოსტს კითხულობს ის ვინც გააკეთა დააბრუნე რაც წაიღე გთხოვ ისევ მე შევიძენ თუ გაყიდვას აპირებ, ნუღარ მაწვალებ თავიდან საბურავების ძებნაზე და კეთებაზე თუარადა რომელ მანქანასაც არუნდა გაუკეთო ეგ დისკები მაინც ამოვიცნობ დანიშნული მქონდა.”-წერს დაზარალებული ბათუმიდან.