აგვისტოს დადგომასთან ერთად, უამრავი ადამიანი ელოდება შვებულების დღეებს, რათა თავი დააღწიოს ქალაქის სიცხესა და ქაოსს და ცოტა ხნით მაინც, ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად, თავს განტვირთვის საშუალება მისცეს.

დამსვენებლები აქტიურად არჩევენ სასურველ მიმართულებებს. ზაფხულში, ზღვაზე დასვენება ყველაზე აქტუალურია. ტურისტული თვალსაზრისით, სეზონი ისეთი კურორტებისთვის, როგორებიცაა, – ბათუმი, ქობულეთი, ურეკი, ნამდვილი ბუმია. მათ, ვისაც ზღვა არ უყვართ, საკმაოდ დიდი არჩევანი აქვთ საქართველოში – აქ ხომ ბევრი მაღალმთიანი კურორტია, ყველგან სხვადასხვა პირობებითა და მდგომარეობით.

რა ღირს დასვენება ზღვისა და მთის კურორტებზე ყველაზე ძვირადღირებულ და ბიუჯეტურ სასტუმროებში
რა ღირს დასვენება ზღვისა და მთის კურორტებზე ყველაზე ძვირადღირებულ და ბიუჯეტურ სასტუმროებში

თუმცა აღსანიშნავია, რომ შვებულების დაგეგმვა და დასვენებისთვის სასტუმროს შერჩევა, დიდ ენერგიასა და რესურსს მოითხოვს, ამიტომ kalaki.ge წარმოგიდგენთ საქართველოს მთისა და ზღვის კურორტებზე არსებულ ყველაზე ძვირადღირებულ და ბიუჯეტურ სასტუმროებს, რაც აგვისტოში დასვენების დაგეგმვას კიდევ უფრო გაგიმარტივებთ.

რა ღირს დასვენება ზღვისა და მთის კურორტებზე ყველაზე ძვირადღირებულ და ბიუჯეტურ სასტუმროებში
რა ღირს დასვენება ზღვისა და მთის კურორტებზე ყველაზე ძვირადღირებულ და ბიუჯეტურ სასტუმროებში
რა ღირს დასვენება ზღვისა და მთის კურორტებზე ყველაზე ძვირადღირებულ და ბიუჯეტურ სასტუმროებში

ყაზბეგი

ყაზბეგში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო „Rooms Hotel Kazbegi“-ია. სასტუმროში კვირის სხვადასხვა დღეს სხვადასხვა ფასები მოქმედებს. ასევე განსხვავებულია ფასები ხედების მიხედვით. 10-11 აგვისტოს მდგომარეობით, ერთი ღამით, 2-კაციანი ნომრის ფასი 770 ლარიდან იწყება და 1 148 ლარამდე ადის.

რა ღირს დასვენება ზღვისა და მთის კურორტებზე ყველაზე ძვირადღირებულ და ბიუჯეტურ სასტუმროებში

რაც შეეხება ყაზბეგის ყველაზე ბიუჯეტურ სასტუმროს – ეს „Kazbegi Inn”-ი გახლავთ. აქ 10-11 აგვისტოს მდგომარეობით, სტანდარტული 2-კაციანი ნომრის ფასი 70 ლარია.

რა ღირს დასვენება ზღვისა და მთის კურორტებზე ყველაზე ძვირადღირებულ და ბიუჯეტურ სასტუმროებში

ბორჯომი

ზაფხულის კურორტებიდან ბორჯომი დამსვენებლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ქალაქში თქვენ ნახავთ როგორც ძვირადღირებულ სასტუმროებს, ასევე მცირე ტიპის კოტეჯებსა და საოჯახო სასტუმროებს. ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმრო „Crowne Plaza – Borjomi, an IHG Hotel“-ში 10-11 აგვისტოს პერიოდში, ერთი ღამის მინიმალური ღირებულება 1 468 ლარია.

რა ღირს დასვენება ზღვისა და მთის კურორტებზე ყველაზე ძვირადღირებულ და ბიუჯეტურ სასტუმროებში

ბორჯომის ყველაზე ბიუჯეტურ სასტუმროებში კი „R and B” მოხვდა, რომელსაც გააჩნია საკუთარი ბაღი, რესტორანი და ბარი. ამ სასტუმროში 2-ადგილიანი ნომერი 80-დან 150 ლარამდე მერყეობს.

რა ღირს დასვენება ზღვისა და მთის კურორტებზე ყველაზე ძვირადღირებულ და ბიუჯეტურ სასტუმროებში

რაჭა

რაჭა საქართველოს გამორჩეული კუთხეა. იგი მრავალი ტურისტის დანიშნულების ადგილია, რადგან სწორედ ამ კუთხეში მდებარეობს ცნობილი ღირსშესანიშნაობები. რაჭაში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროა „Tsibena”. 10-11 აგვისტოს ერთი ღამით დარჩენა 2 ადამიანისათვის განკუთვნილ ნომერში, 310-დან 360 ლარამდე მერყეობს. ნომრის ღირებულებაში შედის საუზმეც.

რა ღირს დასვენება ზღვისა და მთის კურორტებზე ყველაზე ძვირადღირებულ და ბიუჯეტურ სასტუმროებში

ყველაზე ბიუჯეტური სასტუმრო რაჭაში კი „Hotel Metekhara“ გახლავთ, სადაც 10-11 აგვისტოს მდგოიმარეობით 2-ადგილიანი ნომრის ფასი 200 ლარს შეადგენს.

რა ღირს დასვენება ზღვისა და მთის კურორტებზე ყველაზე ძვირადღირებულ და ბიუჯეტურ სასტუმროებში

კახეთი

კახეთში ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროდ კვლავ „Lopota Lake Resort & Spa“ რჩება, სადაც 10-11 აგვისტოს მდგომარეობით, 2-კაციანი ნომრის ფასი 1 188-დან 1 782 ლარამდე მერყეობს. სასტუმროს ზოგიერთი ნომრის ფასში შედის საუზმე, ზოგ შემთხვევაში კი სამჯერადი კვებაა გათვალისწინებული.

რა ღირს დასვენება ზღვისა და მთის კურორტებზე ყველაზე ძვირადღირებულ და ბიუჯეტურ სასტუმროებში

რაც შეეხება კახეთის ყველა ბიუჯეტურ სასტუმროს – ეს “Hotel Tedi” აღმოჩნდა. 10-11 აგვისტოს, სასტუმროს 2-ადგილიან ნომერში განთავსება 60 ლარს შეადგენს.

რა ღირს დასვენება ზღვისა და მთის კურორტებზე ყველაზე ძვირადღირებულ და ბიუჯეტურ სასტუმროებში

ბათუმი

ზღვისპირა კურორტებიდან ერთ-ერთი პოპულარული ქალაქი ბათუმია. ბათუმში სეზონი ივლისში იწყება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ზღვისპირა ქალაქში 10-11 აგვისტოს, ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროების ნუსხაში პირველი ადგილი სასტუმრო “Orbi City Hotel Batumi”-მ დაიკავა, სადაც 2-ადგილიან ნომერში მხოლოდ 10-11 აგვისტოს, ერთი ღამით განთავსება 2 183 ლარს შეადგენს.

რა ღირს დასვენება ზღვისა და მთის კურორტებზე ყველაზე ძვირადღირებულ და ბიუჯეტურ სასტუმროებში

ბათუმში ბიუჯეტური ტიპის სასტუმრო “Golden House”-ია, სადაც 2-კაციან ნომერში ერთი ღამით განთავსება, 80 ლარია. ფასში შედის უფასო ინტერნეტი, კონდიციონერი, აბაზანა და ტელევიზორი.

რა ღირს დასვენება ზღვისა და მთის კურორტებზე ყველაზე ძვირადღირებულ და ბიუჯეტურ სასტუმროებში

ქობულეთი

ქობულეთის სანაპირო ზოლი ფიჭვნარითაა დაფარული და მაგნიტურ ქვიშიან პლაჟებთან ერთად უნიკალურ მიკროკლიმატსა და დასვენების შესაძლებლობას ქმნის. სანაპიროს გასდევს ბულვარი, გამწვანებული პარკებით, სათამაშო და გასართობი მოედნებით, საზაფხულო კაფე-ბარებითა და რესტორნებით. ასე, რომ დამსვენებლები განსაკუთრებით კი ოჯახები მას ხშირად სტუმრობენ. აქ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებში “Castello Mare Hotel”-ი ლიდერობს, სადაც 10-11 აგვისტოს მდგომარეობით, 2-კაციან ნომერში, მხოლოდ ერთი ღამით განთავსება 4 765 ლარიდან 5 420 ლარამდე მერყეობს.

რა ღირს დასვენება ზღვისა და მთის კურორტებზე ყველაზე ძვირადღირებულ და ბიუჯეტურ სასტუმროებში

ქობულეთის ყველაზე ბიუჯეტურ სასტუმროებში კი „Dani Hotel”-ი მოხვდა. აქ 10-11 აგვისტოს, 2-კაციან ნომერში განთავსება 80-დან 135 ლარამდე მერყეობს.

რა ღირს დასვენება ზღვისა და მთის კურორტებზე ყველაზე ძვირადღირებულ და ბიუჯეტურ სასტუმროებში

ურეკი

ურეკი დამსვენებლებს მაგნიტური ქვიშით იზიდავს. აქ არსებული სანაპირო და მაგნიტური ქვიშა მისი სამკურნალო თვისებებით არის ცნობილი. ურეკის ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებში კი “Hotel Autograph 1”-ი ლიდერობს. სასტუმროში 2 ზრდასრული ადამიანისა და 1 ბავშვის განთავსება, ერთი ღამით 680 ლარი ღირს.

რა ღირს დასვენება ზღვისა და მთის კურორტებზე ყველაზე ძვირადღირებულ და ბიუჯეტურ სასტუმროებში

და ბოლოს, ყველაზე ბიუჯეტური სასტუმრო ურეკში “Guest house Bee” აღმოჩნდა. 10-11 აგვისტოს მდგომარეობით, სასტუმროში 2-ადგილიან ნომერში განთავსება, 54 ლარს შეადგენს.

რა ღირს დასვენება ზღვისა და მთის კურორტებზე ყველაზე ძვირადღირებულ და ბიუჯეტურ სასტუმროებში

გაითვალისწინეთ, რომ ფასები იმის მიხედვით მერყეობს, თუ როდის, სად და რომელ რიცხვში გადაწყვეტთ დარჩენას.