გეოლოგები “დაშბაშის” კანიონიონს მეწყრულად საშიშ ზონად განიხილავენ – საგანგაშო დასკვნა რომელშიც წალკის 11 დასახლებული პუნქტი რისკის ზონაშია

„დაშბაშის” კანიონის ტურისტულ ბილიკზე, მაღალი საშიშროებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, საჭიროებას წარმოადგენს, გადაუდებელი პრევენციულ-შემაკავებელი ღონისძიებების გატარება." - ვკითხულობთ გეოლოგიურ დასკვნაში.

გეოლოგები “დაშბაშის” კანიონიონს მეწყრულად საშიშ ზონად განიხილავენ – საგანგაშო დასკვნა რომელშიც წალკის 11 დასახლებული პუნქტი რისკის ზონაშია

რეგიონის სხვა მძიმე გარემოებებზეა საუბარი, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბიულეტენზე – „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“.

დოკუმენტის მიხედვით, წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საანგარიშო პერიოდში დათვალიერდა და შეფასდა 11 დასახლებული პუნქტი, სადაც საშიში გეოლოგიური პროცესების აქტივიზაციის ნიშნები ძირითადად არ ფიქსირდება ან იმდენად უმნიშვნელოა, რომ გარემოს სახეცვლაზე დიდ გავლენას ვერ ახდენს. თუმცა საუბარია უშუალოდ დაშბაშის კანიონზე, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს გეოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს „დაშბაშის” კანიონში ჩასასვლელ ტურისტულ ბილიკზე მაღალი საშიშროების მქონე მეწყრული და ქვათაცვენითი უბნები, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მომსახურე პერსონალისთვის, ვიზიტორებისთვის და იქ განთავსებული ინფრასტრუქტურული ობიექტებისთვის, მაღალი საშიშროებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, საჭიროებას წარმოადგენს, გადაუდებელი პრევენციულ-შემაკავებელი ღონისძიებების გატარება. წალკა თბილისის საავტომობილო გზის ერთ უბანზე ს. ბეშთაშენის სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე, ბოლო პერიოდში სეზონურად ადგილი აქვს მეწყრული პროცესის საშუალო ინტენსივობით აქტივიზაციას და გზის ვაკისის დეფორმაციას“,- ნათქვამია ბიულეტენში.