რა ეტაპზეა ფანასკენტელ – ციციშვილის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის მოწყობა

თბილისში, საბურთალოზე ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის N12-17-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება, ინფორმაცია kalaki.ge-ს თბილისის მერიამ მიაწოდა.

რა ეტაპზეა ფანასკენტელ – ციციშვილის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის მოწყობა

უწყების ცნობით პროექტის ფარგლებში 3 400 კვ. მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე და დამონტაჟდება შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, ასევე, განათებისა და სარწყავი ქსელები; დაითესება ბალახი და დაირგვება 150 სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე 300 კვ.მ ფართობის სპორტული მოედანიც რეაბილიტირდება.