თბილისის ძველ ნაწილში, დარეჯან დედოფლის სასახლე, რომელიც მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო რეაბილიტაცია დასრულდა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, დარეჯან დედოფლის სასახეს სრული რებილიტაცია ჩაუტარდა. შენობა წლები, მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო.

თბილისის ძველ ნაწილში, დარეჯან დედოფლის სასახლე, რომელიც მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო რეაბილიტაცია დასრულდა

პროექტის ფარგლებში, დარეჯანის სასახლის ისტორიული ხის აივნის დემონტაჟი და ახლის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა, შეიცვალა სახურავი, შესრულდა დიდი ოთახის სარემონტო სამუშაოები, განახლდა აივანზე დაზიანებული აგურით მოწყობილი იატაკი. ასევე, განხორციელდა გარე აივნის დაზიანებული ხის სვეტებისა და იატაკის რეაბილიტაცია.

„თბილისის განვითარების ფონდმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა – დარეჯანის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაასრულა. პირველი ეტაპი გასულ წელს დავასრულეთ. სასახლე ძალიან მძიმე, ავარიულ მდგომარეობაში იყო.
ამ სამუშაოების შედეგად, ყველაფერი მოწესრიგებულია.
ძალიან მიხარია, კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რომ რეაბილიტირდა. აღნიშნულ ადგილს ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს და ამ ყველაფრის მოწესრიგება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. გავაგრძელებთ მსგავსი ტიპის სამუშაოებს, რომ რაც შეიძლება მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შევუნარჩუნოთ ჩვენს შვილებსა და მომავალ თაობებს“ – აღნიშნა კახა
კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. აღნიშნული პროექტისთვის 350 000 ლარი დაიხარჯა, რაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.