დანაგვიანებული თბილისის ქუჩები და გაუსაძლისი ანტისანიტარია ტროტუარებზე-თბილისელები შემაშფოთებელ კადრებს ავრცელებენ
თბილისის ქუჩებში, ბოლო დროს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ნაგვით სავსე პოლიეთინის პარკები და მიმოფანტული საყოფაცხოვრებლო ნარჩენები.
თბილისელები სხვადასხვა უბნებიდან კადრებს ავრცელებენ, სადაც ქუჩებზე არსებული ანტისანიტარია ჩანს. დედაქალაქელები, ჩივიან რომ ბოლო დროს ნაგვით სავსე პარკებს მოქალაქეები ქუჩებში გამიზნულად ყრიან. რამდენიმე მისამართზე, ტერიტორია თვითნებურად მოწყობილ ნაგავსაყრელს ჰგავს. სოციალურ ქსელში, მოქალაქე საკუთარი უბნიდან ასეთ ფოტოს აქვეყნებს და წერს “თბილისი ეკა ბეჟანიშვილის ქუჩა 73. უკიდურესად გთხოვთ რომ დაგვეხმაროთ, თუ საჭიროა ხელმოწერებსაც მოვაგროვებთ, უკვე გაუსაძლისი გახდა აქ ცხოვრება. საღორე გახდა აქავრობა. ერთი კამერა დავაყენოთ და ვინც დაყრის დაჯარიმდეს. ან რამე მოგვიფიქრეთ.”
მსგავსი ანტისანიტარიაა სხვადასხვა უბნებში თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ეს არა რომელიმე სამსახურის ან უწყების პასუხისმგებლობაა არამედ მოქალაქეების რომელიც ასეთ დანაშაულს ჩადიან უპასუხისმგებლოდ.