დაიხუროს ლილოს ნაგავსაყრელი-ადგილობრივები 15 ოქნომბერს აქციას აანონსებენ
პრობლემა რომლთან ერთადაც ცხოვრება ლილოს დასახლების მცხოვრებლებს უწევთ, თანდათან გაუსაძლისი ხდება.

წლებია ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ სხვადასზვა უწყებებისგან, თუმცა ამ დრომდე ვერ ამოიფხვრა მთავარი პრობლემა.
“ლილოს ნაგავსაყრელი” კვლავ და კვლავ ადგილობრივების მთავარი პრობლემაა. ყოველი ქარიანი ამინდი კი ამ ყველაფერს ამძაფრებს ვინაიდან, როგორც თავად ყვებიან ასეთ დროს დასახლებაში სრული ანტისანიტარიაა, რასაც მძაფრის სუნი ემატება.
სამოქალაქო აქტივობა “ჩემი ქალაქი მკლავს” აქციას აანონსებს რომლის მიზანი “ლილოს ნაგავსაყრელის” გაუქმებაა, მოწოდებას თან ურთავენ ვოდეო მასალას სადაც დღევანდელი მდგომარებაა გადაღებული.
“დაიხუროს ლილოს ნაგავსაყრელი!
აქედან ასეულობით მეტრში ხალხი ცხოვრობს,13 წელია სუნთქავენ ამ ბინძურ ჰაერს , ასევე ნადგურდება ნიადაგი და ბინძურდება წყალი, რომელიც თბილისის ზღვაში ჩაედინება! ეს ყველაფერი ხდება თბილისში 2023 წელს! მოდი აქციაზე კვირას 15 ოქტომბერს 14:00 საათზე ლილოს ნაგავსაყრელთან.”- წერენ სოციალირ ქსელში სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.