რა ცვლილებელის გათვალისწინება მოუწევთ სამშენებლო კომპანიებს – kalaki.ge-მ გაარკვია კანონში ახალი ცვლილებელის შესახებ
სამშენებლო კომპანიებს, მალე შენობების აშენება ახალი სტანდარტებით მოუწევთ. კანონში ცვლილება შედის, რომლიც „შენობების ენერგოეფექტურობის" ახალ სტანდარტს გულისხმობს.
kalaki.ge-ს ინფორმაციით, კანონში შესული ცვლილება შეეხება შენობებისა და სამრეწველო ობიექტების მფლობელებს, საჯარო დაწესებულებებსა თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებებს, მოსახლეობას, ახალ შენობა-ნაგებობებს, მათ, ვინც უნდა განახორციელონ ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება.
ახალი რეგულაცია არ იმოქმედებს რელიგიური და კულტურული დანიშნულების შენობებზე, ნებისმიერ ნაგებობაზე, რომლის იატაკის ფართი 50 კვ.მ-ზე ნაკლებია, დროებით ნაგებობებს, საწყობებსა და ავტოფარეხებს.
რამდენად მოერგება ახალი ცვლილება სამშენებლო კომპანიებს ძნელი სათქმელია, თუმცა ცვლილების გათვალისწინება ყველა შემთხვევაში მოუწევთ.