Colliers Georgia-ივლისში ბინების რეალიზაცია და ბაზრის ზომა შემცირდა
2023 წლის ივლისში, თბილისში 3 540 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვები 7%-ით შემცირდა.
ივლისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 10%-ით გაიზარდა, ეკონომ სეგმენტში კი მაჩვენებლის მხოლოდ 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 7%-ით 191 ერთეულამდე შემცირდა.
Colliers Georgia-ს თანახმად, ივლისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 5%-იანი კლება დაფიქსირდა.
რაც შეეხება ძველ ბინებს, გასულ თვეში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 4%-ით გაიზარდა როგორც გარეუბნებში, ასევე ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში.