CNN-ი თბილისზე-ვისაც შობა გიყვართ, საქართველოს და მის დედაქალაქს უნდა ეწვიოთ

საქართველო, როგორც ჯადოსნური ქვეყანა - CNN-მა ევროპის იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც მოგზაურობა საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით ჯადოსნურია.

CNN-ი თბილისზე-ვისაც შობა გიყვართ, საქართველოს და მის დედაქალაქს უნდა ეწვიოთ

ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოსთან ერთად მოხვდა ავსტრია, ნორვეგია, გერმანია, ბელგია და შვედეთი.

სტატიაში საუბარია თბილისზე, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე ახალი წლის დღეებში მოსანახულებლად. გამოცემა წერს მთავარ ნაძვის ხეზე, საახალწლო სოფელსა და ლამაზად განათებულ ქალაქზე.

სტატიის ავტორი ჯო მინიჰელი CNN-ის სამოგზაურო პორტალის მკითხველს თბილისის მონახულებას ურჩევს. „ვისაც შობა გიყვართ საქართველოს და მის დედაქალაქს უნდა ეწვიოთ, აქ შობა-ახალი წელი ნომერ პირველი დღესასწაულია. საქართველოში უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამიტომ შობას 25 დეკემბრის ნაცვლად 7 იანვარს აღნიშნავენ. დღესასწაულების მთავარი დღე საქართველოში 31 დეკემბერია, ადგილობრივები ერთმანეთს საჩუქრებს უცვლიან, მთელ ქალაქში ცა ფეიერვერკითაა განათებული. პარლამენტის შენობასთან დიდი ნაძვის ხეა, აქვე ახლოს ეწყობა საშობაო სოფელი და საფესტივალო ბაზრები,“-წერს CNN-ის ჟურნალისტი.