კულტურული მემკვიდრეობა სიმდიდრეა, რომელიც წინაპრებისგან გვერგო და რომლის მესაკუთრენიც ყველანი ვართ - ეს არის ფაქტი ჩვენი არსებობის, სამყაროსადმი შემოქმედებითი დამოკიდებულების, ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურული გარემო, რომელიც ქვეყნის არსებობის სახეს განსაზღვრავს და თითოეულ ჩვენგანს იმ განსაკუთრებულ მუხტს სძენს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

კულტურული მემკვიდრეობა, უსასრულო გზაა წარსულიდან მომავლამდე, რომელიც აწმყოსთვის მყარ საყრდენს გვაძლევს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მათი დაცვა, აღდგენა და განახლება, მათი იერსახის შენარჩუნებით. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მუდმივი ბრძოლაა თითო შენობისათვის, რაც უსაზღვროდ დიდ ენერგიას და კეთილსინდისიერებას მოითხოვს. ერთია მათი განადგურების ხარჯზე ახალი კომპლექსის აშენება, თუმცა ქალაქებისათვის მასზე ბევრად შთამბეჭდავია შენარჩუნებული იერსახის, რეაბილიტირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რისიც არაერთი მაგალითი არსებობს.

ჭიათურის დრამატული თეატრის ახალი სიცოცხლე

ჭიათურის მუნიციპალიტეტი შთამბეჭდავი ბუნებით, კულტურული ძეგლების სიმრავლითა და დიდი ისტორიის მქონე საინტერესო ადგილით გამოირჩევა. ერთ-ერთი ასეთი ნაგებობაა ჭიათურის დრამატული თეატრი, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს გაიხსნა.

დრამატული თეატრი – 1894 წლის 11 დეკემბერს დაარსდა, ხოლო 1910 წლიდან მას მუდმივმოქმედი დასი ჰყავდა. მე-20 საუკუნის 20-30 წლები თეატრის ოქროს ხანად მიიჩნევა. ამ წლებში თეატრმა დადგა: შექსპირის, მოლიერის, ლოპე დე ვეგას დავით კლდიაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის და სხვათა პიესები. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“ ქართული თაეატრის ისტორიაში ამ პიესის ერთ-ერთ საუკეთესო განხორციელებად ითვლება, ხოლო მასში მთავარი როლის შემსრულებელი, საქართველოს სახალხო არტისტი მიხეილ ვაშაძე კი ამ სცენური სახის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად.

1949 წელს თეატრისთვის ახალი შენობა აშენდა. ამავე წელს მას აკაკი წერეთლის სახელიც მიენიჭა. ახალი შენობა ჭიათურის ცენტრალურ მოედანზე დგას, რომელსაც მონუმენტური ფასადი, კაპიტელებითა და ლილვების კონით შემკული თაღოვანი პორტალი აქვს. აქვეა სავარძელში მოკალათებული, ჩაფიქრებული აკაკი წერეთლის ქანდაკებაც.

ჭიათურის დრამატული თეატრის ახალი სიცოცხლე
ჭიათურის დრამატული თეატრის ახალი სიცოცხლე

ჭიათურის დრამატული თეატრის ინტერიერი დეკორაციებითაა გაფორმებული და ის 600 ადამიანზეა გათვლილი. დარბაზი კი ნათელი ორნამენტებითა და ჭედური ხელოვნების ნიმუშებითაა მორთული. თუმცა წლების განმავლობაში შენობა შეილახა.

ჭიათურის დრამატული თეატრის ახალი სიცოცხლე
ჭიათურის დრამატული თეატრის ახალი სიცოცხლე

ჭიათურაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი, რთულ რელიეფზე მდებარეობს. თეატრის სამხრეთ-აღმოსავლეთით მთის მასივია, სადაც კარსტული წყაროა. ბოლო წლების განმავლობაში დაზიანებული მილსადენებიდან კედლებში წყალი ჟონავდა და შენობას აზიანებდა. დროთა განმავლობაში დაზიანდა შენობის სახურავი და საინჟინრო კომუნიკაციებიც, რის გამოც თეატრის შენობა სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა.

სწორედ ამ მიზნით, აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 13 660 231 მლნ ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ბილდკინგსი” ასრულებს.

ჭიათურის დრამატული თეატრის ახალი სიცოცხლე
ჭიათურის დრამატული თეატრის ახალი სიცოცხლე
ჭიათურის დრამატული თეატრის ახალი სიცოცხლე

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისტორიული შენობის რეაბილიტაციის პროექტი გულისხმობს: სახურავის გამაგრების სამუშაოებს, შენობისგან წყლის გადაყვანის სამუშაოებს, მათ შორის შენობის უკანა კედლის ჰიდროიზოლაციას, საქვაბის და სარეპეტიციო შენობის აშენებას, შენობის ფასადების რეაბილიტაციას, კედლების, ჭერების, იატაკების, კარ-ფანჯრების მოწყობა-რეაბილიტაციას, საფეხურების და მოზაიკის იატაკების აღდგენას, ვიტრაჟების რეაბილიტაციას, აკუსტიკურ სამუშაოებს, საინჟინრო ქსელების მოწყობის სამუშაოებს, დარბაზის ჭერის, კედლების ორნამენტებისა და მხატვრობის რეაბილიტაციას, ტერიტორიის კეთილმოწყობას.

ჭიათურის დრამატული თეატრის ახალი სიცოცხლე
ჭიათურის დრამატული თეატრის ახალი სიცოცხლე
ჭიათურის დრამატული თეატრის ახალი სიცოცხლე
ჭიათურის დრამატული თეატრის ახალი სიცოცხლე
ჭიათურის დრამატული თეატრის ახალი სიცოცხლე
ჭიათურის დრამატული თეატრის ახალი სიცოცხლე

ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს და აღდგეს ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი.

თეატრის რეაბილიტაცია დაახლოებით 2 წელიწადში უნდა დასრულდეს.