მიწისქვეშა კომუნიკაციების გამო ჩავარდნილი გზა – წლების მანძილზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისში, წლების მანძილზე სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩა მძიმე მდგომარეობაში იყო, საბოლოოდ გზა ჩავარდა რადგან, როგორც ირკვევა მიწისქვეშა კომუნიკაციები მწყობრიდან იყო გამოსული და გზის დაზიანება სწორედ ამან გამოიწვია.
დედაქალაქის მერიამ გახოკიძეზე, რომელიც 2400 მეტრია, სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დაიწყო. პირველ ეტაპზე მოხდება მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, ასევე სანიაღვრე სისტემის მოწყობა.
“აღნიშნული ქუჩა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ვისაც გაუვლია ამ ქუჩაზე, ყველა დამეთანხმება, რომ კატასტროფული მდგომარეობაა. მიწისქვეშა კომუნიკაციების გამო, ფაქტობრივად გზა ჩავარდნილი იყო, ჭირდა გადაადგილება, სამუშაოები ორ ეტაპად არის გაყოფილი და მისი დასრულება აპრილში იგეგმება.”- განაცხადა დედაქალაქის მერმა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ქუჩაზე გადაადგილება მხოლოდ ადგილობრივებისთვისაა შესაძლებელი. ხოლო დანარჩენ ავტომობილებს შესაძლებლო ბაქვთ, ხომლელის ქუჩიდან იმოძრაონ.