ჩაქვში სარეკრეაციო სივრცის და ახალი იპოდრომის მშენებლობა იგეგმება

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტენდერიდან ცნობილი ხდება, რომ ჩაქვში სარეკრეაციო სივრცის და ახალი იპოდრომის მშენებლობა იგეგმება. ახალი მულტიფუნქციური პროექტი, რომელიც ცხოველების თავშესაფარს, იპოდრომსა და პარკს მოიცავს ბათუმისკენ მიმავალ ავტომაგისტრალის პარალელურ, მიწის ნაკვეთზე აშენდება.

ჩაქვში სარეკრეაციო სივრცის და ახალი იპოდრომის მშენებლობა იგეგმება
ჩაქვში სარეკრეაციო სივრცის და ახალი იპოდრომის მშენებლობა იგეგმება
ჩაქვში სარეკრეაციო სივრცის და ახალი იპოდრომის მშენებლობა იგეგმება
ჩაქვში სარეკრეაციო სივრცის და ახალი იპოდრომის მშენებლობა იგეგმება

პროექტის ღირებულება 33 მილიონ ლარს შეადგენს და მის ფარგლებში ახალი იპოდრომი, ცხოველების თავშესაფარი და სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა.

ტენდერი ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ არის გამოცხადებული და კომპანიებს მასში წინადადებების წარდგენა 4 დეკემბრამდე შეეძლებათ.

ანალოგიური ტენდერი სექტემბერშიც გამოცხადდა, თუმცა ის არ შედგა, რადგანაც საკუთარი წინადადება არცერთმა კომპანიამ არ წარადგინა.

„ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2017 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (შენობა-ნაგებობების მშენებლობა) სამუშაოების შესრულების გამოცდილება ჯამურად არანაკლებ 40 000 000,00 (ორმოცი მილიონი) ლარის ღირებულებით, მათ შორის ერთი ობიექტი/პროექტი ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (შენობა-ნაგებობების მშენებლობა) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარის ოდენობით,”- აღნიშნულია სატენდერო პირობებში.