პატარა ქალაქი ჩაქვში – აჭარის რეგიონის ერთგავრი „ოაზისი“
ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე შავი ზღვის მარგალიტი - ბათუმი...
ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე შავი ზღვის მარგალიტი - ბათუმი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ადგილია. ადგილი, რომელიც სავსეა ულამაზესი ბუნებით, ისტორიული ძეგლებით, საინტერესო ლეგენდებითა და უგემრიელესი კერძებით.
ღამის ცხოვრება ბათუმში აქტიურია: კეთილმოწყობილი ბულვარებით, ევროპის მოედნებით, მაღალი კლასის მსოფლიო ბრენდის სასტუმროებით, რესტორნებით, სხვადასხვა ფესტივალებითა და კაზინოებით. ზაფხულის სეზონზე თუ ხმაურიანი და აქტიური დასვენება გსურთ, ამაზე ყველა ვთანხმდებით, რომ ეს პატარა ქალაქი დიდ შთაბეჭდილებებს შემოგთავაზებთ.
თუმცა რა ხდება მის შემოგარენში, როდესაც საქმე ერთდროულად აქტიურ და მშვიდ გარემოში დასვენებას ეხება?
ბათუმიდან 13 კილომეტრში, შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარე ჩაქვისწყლის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 30 მეტრზე კურორტი ჩაქვი მდებარეობს. გამწვანებული სანაპირო ზოლი, ზღვის უმშვენიერესი ხედები, სანაპიროები, კომფორტული სასტუმროები და კაფე-ბარები, უამრავ ადგილობრივსა და ტურისტს იზიდავს. ჩაქვი ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია მზიანი სანაპიროების მოყვარულთათვის.
იგი მთლიანად გარშემორტყმულია მტირალას ეროვნული პარკით, რაც განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს დაბას. ამავე სახელწოდების მთა, რომელზეც პარკი მდებარეობს, ზღვის დონიდან 1761 მეტრზეა აღმართული. ეს ადგილი ითვლება ყველაზე ტენიან ადგილად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც, ვინაიდან მისი ხშირი სტუმარია წვიმა და სქელი ნისლი. სწორედ ამ მიზეზით ეწოდა მთას სახელი – „მტირალა“. აქ მდებარეობს მტირალას ეროვნული პარკის საინფორმაციო ცენტრი, სადაც ვიზიტორებს ეროვნული პარკის შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.
მტირალას ეროვნული პარკი საოცარი ადგილია. ტყე, ჩანჩქერები და ულამაზესი ბუნება გულგრილს არავის ტოვებს. მტირალას მთაზე შესაძლებელია საწყალოსნო, ეთნოლოგიური, ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების, ასევე ექსტრემალური ტურების მოწყობა.
საქართველოში იშვიათია ადგილი ერთ სივრცეში, რომელიც ერთდროულად მიმზიდველია, როგორც აქტიური ისე მშვიდი დასვენების მოყვარულთათვის, თუმცა ჩაქვში მდებარე „პატარა ქალაქზე“ ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. როგორც ჩანს პროექტის ავტორებს ბევრი უფიქრიათ იმაზე, რომ აქ თავი ისე იგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში. ეს ადგილი შეიძლება ითქვას, რომ აჭარის რეგიონის ერთგავრი „ოაზისია“, ამ ყველაფერს კი მისი სახელიც ამართლებს.
დახურული და ღია ტიპის აუზები, აკვაპარკი, კინოთეატრი, რესტორანები, კაფე-ბარები, ღამის კლუბი, სუპერმარკეტი, ბავშვთა მოედანები და ანიმატორების სერვისი, საბავშვო ბაღი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი, სპორტული მოედნები, 500-მეტრიანი დაცული სანაპირო – ეს ყველაფერი ერთ სივრცეში, Dreamland Oasis Chakvi -შია მოქცეული.
ზღვისპირა კომპლექსი გაშენებულია 10 ჰექტარზე, ეკოლოგიურად სუფთა სუბ-ტროპიკულ ზონაში. აღსანიშნავია, „დრიმლენდ ოაზის ჩაქვის“ მწვანე გარემოც, რომლის ტერიტორიის 70% წარმოადგენს, ხელით დარგულ დეკორატიულ მცენარეებს, ფიჭვს, მათ შორის იშვიათ სახეობებს, როგორიცაა ჰიმალაის კედარი, უნიკალური იაპონური საკურა და ნეკერჩხლის ხეები, ტროპიკული ყვავილები. ამასთან, კომპლექსი გარშემორტყმულია სამკურნალო თვისებებით ცნობილი ევკალიპტის ხეებით.
„დრიმლენდ ოაზისის“ ტერიტორიაზე განლაგებულია, განსხვავებული ინტერიერისა და სამზარეულოს მქონე, კვების ათზე მეტი ობიექტი. როგორც ბარის, ასევე რესტორნისა და ლაუნჯის ტიპის აუთლეტებზე, შგიძლიათ დააგემოვნოთ ქართლი. ევროპული და აზიური კულინარიის შედევრები. ამ სივრცეში შემოთავაზებულია, როგორც ვეგანური სამზარეულოსა და ჯანსაღი კვების, ასევე ტრადიციული და ეგზოტიკური კერძები.
„დრიმლენდ ოაზისი“ სხვადასხვა ღონისძიებებსაც მასპინძლობს. ისეთებს, როგორებიცაა: კონფერენციები, ქორწილები, დაბადების დღეები ან უბრალოდ, ფოტოსესია.
114 მლნ დოლარიანი კომპლექსი 340 სხვადასხვა კატეგორიის სასტუმრო ოთახს აერთიანებს, დაწყებული სტანდარტული, ორადგილიანი ნომრებით, დამთავრებული – საპრეზიდენტო პენტჰაუსით. თითოეული ნომრიდან იშლება ზღვისა და 13 ჰექტარზე გაშენებული სუბ-ტროპიკული, მარადმწვანე ბაღების ულამაზესი ხედი. ზურმუხტოვანი მთების, ცისა და ლაჟვაროვანი ტალღების იდეალური შეზავება საუცხოო პანორამას, დაუვიწყარ სურათად აქცევს. დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ დატკბეთ უმშვენიერესი ხედებით, ან უბრალოდ, მოდუნდეთ, დახუჭოთ თვალები და ღრმად ჩაისუნთქოთ ზღვის ნიავის მოტანილი ბაღების ეგზოტიკური ყვავილებისა და აკვამარინის საოცარი სურნელი.
აქ წარმოდგენილი სასტუმრო ნომრების ფასი 645 ლარიდან იწყება.
თუმცა თუ თქვენი არჩევანი აპარტამენტია, კურორტ ჩაქვში მოწყობილ ნამდვილ ოაზისში ესეც დაგხვდებათ. Dreamland Oasis Chakvi – 885 კერძო აპარტამენტს და 50-ზე მეტ სხვადასხვა ობიექტს აერთიანებს. ამ ეტაპზე 585 აპარტამენტი დასრულებულია, 300 კი მშენებლობის პროცესშია. კოპლექსის აპარტამენტები შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარეობს და მას გარს აკრავს 13 ჰექტარზე გაშენებული რეკრეაციული სივრცე. თითოეული აპარტამენტიდან იშლება ზღვისა და სუბ-ტროპიკული მარადმწვანე ბაღების ულამაზესი ხედი. სტუდიო, სტუდიო სამზარეულოთი, აპარტამენტი 1 ან 2 საძინებლით – ჩაქვის ოაზისის შეთავაზებაში ამ ტიპის საცხოვრებელი ფართები შედის. ასევე, მობინადრის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია რამდენიმე აპარტამენტის გაერთიანებაც.
გაყიდული აპარტამენტების 40%-ის მფლობელები საქართველოს, ხოლო 50%-ის დსთ ქვეყნების მოქალაქეები არიან, დარჩენილი 10% ისრაელის, ევროპისა და აშშ-ს მოქალაქეებზე მოდის.
რაც შეეხება ფასებს, აპარტამენტების ღირებულება 1 კვ. მეტრზე – 1 893 აშშ დოლარიდან იწყება, მინიმალური ფართი 34 კვ. მეტრია, მაქსიმალური კი – 120 კვ. მეტრი.
დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე დრიმლენდ ოაზისის ტერიტორიაზე ახალი კორპუსების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მეთორმეტე კორპუსის ჩაბარების ვადად 2026 წელია განსაზღვრული, ხოლო მეცამეტე კორპუსი მობინადრეებს 2025 წელს ჩაბარდებათ.
10 ჰექტარზე განაშენიანებული კომპლექსი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე დასვენებისთვის ყველაზე მასშტაბური ადგილია, რომელიც ყველა ასაკის დამსვენებელზეა ორიენტირებული.
„დრიმლენდ ოაზისის“ ტერიტორიაზე შესვლა ყველას შეუძლია – ღირებულება პარასკევს, შაბათსა და კვირას 75 ლარს შეადგენს, ხოლო კვირის სხვა დღეებში 60 ლარს.