თბილისში ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის დარჩენილი ნაწილის გამაგრება იწყება-როგორ შეძლებთ გადაადგილებას გზატკეცილზე
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის დარჩენილი ნაწილის გამაგრება იწყება. სამუშაოები დღეს დაიწყება და ზაფხულის ბოლომდე დასრულდება. პროექტის მიხედვით, კლდის გაწმენდის სამუშაოები ჩატარდება და ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადე მოეწყობა.
“პროექტის ფარგლებში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩის კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 00:00-დან 07:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
ღამის საათებში დაწესებული შეზღუდვა სამუშაოების დასრულებამდე იმოქმედებს, რა დროსაც ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით.
რაც შეეხება დღის საათებს, ტერიტორიაზე დაწესდება ნაწილობრივი შეზღუდვა და მძღოლები მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილდებიან.”-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.