ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად ბიუჯეტიდან დაგეგმილზე 1,8 მილიონით მეტი დაიხარჯება
ბათუმის ბულვარმა სკეიტპარკის მოწყობაზე ხელახალი ტენდერი 3 165 138 ლარით გამოაცხადა. ეს 1,8 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე წინა ტენდერში. წინა ტენდერი ჩავარდა, რის შემდეგაც, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, მიიღეს დამატებითი რეკომენდაციები, მათ შორის მსოფლიო სკეიტბორდის ფედერაციისგან.
შუალოდ პროექტსა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაში თავის დროზე ბულვარს 106 ათას 200 ლარი აქვს გადახდილი.
სკეიტპარკის მოსაწყობად თავდაპირველი ტენდერი, რომელიც არ შედგა, 1 291 749 ლარით იყო გამოცხადებული. მასში მონაწილეობა არავინ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ბულვარის განცხადებით, ბაზარი შეისწავლეს და პოტენციური მიმწოდებლების საკმარისი რაოდენობაც არსებობდა, ახალ ტენდერში, რომელიც 3 165 138 ლარით არის გამოცხადებული, წინადადებების მიღება 2023 წლის 16 ივლისს დაიწყება და 21 ივლისს დასრულდება.
ბულვარის ინფორმაციით, სკეიტპარკის მოწყობა მთლიანად დაფინანსდება აჭარის ბიუჯეტიდან.