ბათუმის ბულვარში ძაღლების მოედანი მოეწყობა-პროექტისთვის სამასი ათასი ლარია გამოყოფილი

ბათუმში, ბულვარში, დელფინარიუმის პირდაპირ ძაღლებისთვის სავარჯიშო/გასართობი მოედანი მოეწყობა.

ბათუმის ბულვარში ძაღლების მოედანი მოეწყობა-პროექტისთვის სამასი ათასი ლარია გამოყოფილი

მოედანი შემოღობილი იქნება და იქ სხვადასხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მერიის ინფორმაციით, მოედანი „შენი იდეა ბათუმის“ ფარგლებში კეთდება [გამარჯვებული იდეა – „ჩვენი ბათუმელი ცუგუნები“]. ადგილი, სადაც ძაღლების მოედანი უნდა მოეწყოს, 1 174 კვადრატული მეტრია.

აღნიშნული მოედნის მოსაწყობად ბათუმის მერიიდან მაქსიმუმ 369 ათას 2 ლარია გათვალისწინებული.