რატომ დაიხურა თბილისში დიდი ბრიტანეთის სააპლიკაციო ცენტრი და რა განცხადებას აკეთებს გაერთიანებული სამეფოს საელჩო
სოციალურ ქსელში, საზოგადოების მხრიდან დიდი ბრიტანეთის საელჩოს სააპლიკაციო ცენტრის დახურვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დიდი ინტერესიდან გამომდინარე, საელჩოს განმარტების გაკეთება მოუწია.
დიდი ბრიტანეთის საელჩოს განმარტებას, რომელიც დღეს გავრცელდა უცვლელად გთავაზობთ:
„ყურადღება, მნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით.
გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დღეს დაიკეტა, დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო.
ყველას, ვისაც განაცხადი აქვს შეტანილი და ელოდება პასუხს, დაუკავშირდებიან სავიზო ცენტრიდან.
სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა მიღება“ -ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.