ბოტანიკური ბაღი საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობისთვის 3.8 მლნ ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს
ტენდერში წინადადებების მიღება 9 ივლისს იწყება და 14 ივლისამდე გრძელდება.
ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, შენობის კონსტრუქციული ნაწილის საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ – 20 (ოცი) წელს.
ზოგადი სპეციფიკაციები კი შემდეგია:
შენობის ელექტრო გაყვანილობის მოწყობაში, წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე სამუშაოების და სხვა სამშენებლო-მოსაპირკეთებელი სამუშაოებისას გამოყენებულ მასალებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ – 5 (ხუთი) წელს.
გათბობა, კონდიცირება,ვენტილაციის, ლიფტის, გენერატორის, ხანძარქრობისა და დეტექციის სისტემების საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ – 5 (სამი) წელი, ხოლო ყველა სხვა სახის სამუშაოსა და გამოყენებულ მასალებზე არანაკლებ – 2 (ორი) წელი.
სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვე.
ტენდერის მოთხოვნების მიხედვით, მიმწოდებელს 2017 წლიდან დღემდე, საქართველოში დასრულებული უნდა ჰქონდეს არაუმეტეს 3 დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მცირე 3.8 მლნ ლარის ღირებულების, ან არაუმეტეს 1 დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მცირე 1.9 მლნ ლარის ღირებულების ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის შენობის მშენებლობის სამუშაოები.