ბორის პაიჭაძის დინამო არენა, რომელიც ბერიასა და ლენინის სახელს ატარებდა-როგორია დინამოს ისტორია და რამდენი მაყურებლის დატევაა შესაძლებელი
დინამოს სტადიონის მშენებლობა 1933 წელს დაიწყო, მისი არქიტექტორი არჩილ ქურდიანი იყო, მშენებლობა 1935 წელს დასრულდა. თავდაპირველად, არენის ოფიციალური ტევადობა 23 000 მაყურებლით განისაზღვრა.
1954 წელს ჩატარებული რეკონსტრუქციით მისი ტევადობა 36 00-მდე გაიზარდა, ხოლო რამდენიმე წელს კვლავ ჩატარებული რეკონსტრუქციით ტევადობა 75 000-მდე გაიზარდა. ოფიციალურად სტადიონი 1976 წლის 29 სექტემბერს თასების მფლობელთა თასის 1/16 ფინალის შეხვედრით გაიხსნა. დინამო თბილისმა უელსურ კარდიფ სიტის უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. (გოლები კარდიფის კარში გუცაევმა, ყიფიანმა და კანთელაძემ გაიტანეს)
მომდევნო რეკონსტრუქცია სტადიონს 2006 წელს ჩაუტარდა და სტადიონის ტევადობა 54139 გახდა. სტადიონი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრით გაიხსნა. 2006 წლის 2 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლა. შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
2012 წელს დინამო არენაზე ძველი სათამაშო მინდორი შეიცვალა უახლესი, მაღალხარისხიანი გაზონით. მოხდა ენერგოსისტემის და საირიგაციო სისტემის სრული რეაბილიტაცია. დამონტაჟდა ახალი განათება, რომელიც აკმაყოფილებს ყველანაირ მკაცრ მოთხოვნებს. VIP ლოჟა მთლიანად შეიცვალა და გადაეწყო უეფას სტანდარტზე.
2015 წელს დინამო არენამ უეფას ევროპის სუპერთასს უმასპინძლა, რომელშიც ერთმანეთს ბარსელონა და სევილია დაუპირისპირდნენ. ამ მატჩისთვის ტრიბუნებზე მთლიანად შეიცვალა სკამები. განახლდა და მთლიანად გადაიხურა პრეს ლოჟა, რომელიც აღიჭურვა უეფას სტანდარტების კომუნიკაციის არხებითა და მერხებით. ხელახლა გარემონტდა შიდა სათავსოები და სასაწყობე მეორნეობა. ჩრდილოეთ ტრიბუნაზე ძველი ტაბლოს ნაცვლად დამონტაჟდა თანამედროვე მრავალფუნქციური ტაბლო.
აღსანიშნავია, რომ დინამო არენა სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სახელს ატარებდა. სტადიონის ოფიციალური სახელწოდება:
1936- წელს დინამოს სტადიონი ეწოდა, 1937-1952 წლებში, კი ბერიას სახელობის დინამოს სტადიონად შეიცვალა, 1952-1964წლებში კვლავ დინამოს სტადიონი ეწოდა, 1976-1990- წლებში კი ლენინის სახელობის დინამოს სტადიონად შეიცვალა, 1990-2011-წლებამდე კი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი ეწოდებოდა, თუმცა საბოლოოდ, 2011 წლიდან-ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა ეწოდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დინამო არენაზე ისტორიულად, მაყურებლის მაქსიმალურ რაოდენობას ელოდებიან ვინაიდან, დღევანდელ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი რეკორდულად მაღალ დროში 35 წუთში გაიყიდა.
ბოლოს დინამო არენაზე მაყურებლის მაქსიმალური რაოდენობა 1979 წლის 7 ნოემბერს დაფიქსირდა. ჩემპიონთა თასის 1/8 ფინალურ შეხვედრას, რომელშიც დინამო თბილისმა ჰამბურგს უმასპინძლა, 130 000 გულშემატკივარი დაესწრო. მატჩი 2-3 დასრულდა. გოლები გუცაევმა, კიგანმა, ჰრუბეშმა, ყიფიანმა და ბულიანმა გაიტანეს.