“საკენი” – მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზირზე სასტუმრო “აფხაზეთის” ნაცვლად აშენდება
თბილისში, ოდესღაც არსებული სასტუმროების, მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი...
თბილისში, ოდესღაც არსებული სასტუმროების, მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი. ზოგიერთი მათგანის შენობა ახლაც არსებობს, როგორც სასტუმრო, ზოგიერთი სხვადასხვა ფუნქციით ან სულაც უფუნქციოდ.1930-იანი წლებისათვის თბილისში შენდება ახალი სასტუმროები: “საქართველო” - 1958წ., “კოლხეთი - 1958 წ., ”ივერია” - 1967 წ., აჭარა” და “აფხაზეთი” 1960-70-იანი წლები.
როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ყოფილი „ინტურისტის” სასტუმროები, საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის კუთვნილებაში გადავიდა, მაგრამ იმპერიის მსხვრევის შედეგად ინსპირირებულმა პოლიტიკურმა არეულობებმა, ხელი შეუწყეს ერთ დროს დედაქალაქის „სავიზიტო ბარათად” წოდებული სასტუმროების გაპარტახებას. წლების განმავლობაში მათ შესალამაზებლად ან გასაახლებლად არაფერი კეთდებოდა. წლებმაც თავისი ქნეს და მათ, საშინელი იერსახე შესძინეს.
ერთ დროს, ვაჟა-ფშაველას 25 ნომერში, სასტუმრო „აფხაზეთი” მდებარეობდა, სადაც ცხინვალის 90-იანი წლების კონფლიქტის შედეგად, დევნილები ცხოვრობდნენ. მათმა თვითნებურმა მიშენება-მოშენებამ ისედაც შელახულ შენობას, კიდევ უფრო შეუცვალა იერსახე.
დევნილებს ალტერნატივად სთავაზობდნენ 10 000 დოლარის ეკვივალენტს ლარში ან საცხოვრებელ ფართს ქალაქ რუსთავში, შენობაში, რომელიც ჯერ არ იყო მაშინ დასრულებული. სასტუმრო „აფხაზეთის“ შენობის დაცლის ვადაც 2011 წლის 15 აგვისტოს დილის 07:00 საათამდე იყო. ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ შენობასთან პოლიციის მობილიზება მოხდა. საბოლოოდ, დევნილებმა შენობა დაცალეს.
ქალაქის ცენტრსა და იერსახეს ნამდვილად არ უხდებოდა მსგავსი შენობა. გარდა იერსახისა, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ, გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა: – ”დასრულდა 20 წლიანი ტანჯვა იმ ადამიანებისა, ვინც ამ ჯოჯოხეთურ და ანტისანიტარიულ პირობებში ცხოვრობდა – სასტუმრო “აფხაზეთში”. სამინისტრომ აუსრულა მათ წინასაარჩევნო დაპირება და სამინისტროს შუამდგომლობითა და ფასილიტაციით შენობის მეპატრონემ ამ ადამიანების ნაწილს გადაუხადა 10 000 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარებში), მეორე ნაწილს კი, ვისაც სურვილი ჰქონდა, შესთავაზა ბინა რუსთავში.”
რა ხდება დღეს ? – ქართულ ბაზარზე ახალი დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი” გამოჩნდა. მომდევნო წლების განმავლობაში კომპანია, „ვისოლ ჯგუფის“ დახმარებით, სამი მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელშიც 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ესენია: „საკენი“, „მატიანი“ და „ჰისნი“, რომლებიც საცხოვრებელ, კომერციულ და საოფისე სივრცეებს მოიცავს და ვაჟა-ფშაველას, წერეთლისა და ქეთევან დედოფლის გამზირებზე განთავსდება.
“ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ერთ ეკოსისტემაში მოქცეული ფიტნეს დარბაზები, აუზები, ჩოგბურთის კორტები, საერთო სამუშაო სივრცეები, კაფე-რესტორნები, განტვირთვისა და დასვენებისთვის მოწყობილი გამწვანებული ეზოები, სპა და ესთეტიკური ცენტრები, სუპერმარკეტი, აფთიაქი და ბანკი „ბიოგრაფის“ პროექტების ღირებული შეთავაზებაა და მომხმარებლებს შესაძებლობას მისცემს მნიშვნელოვნად დაზოგონ დრო, ენერგია, შეამცირონ ხარჯები და კომფორტულად ისიამოვნონ ყოველდღიურობით. ასეთ გარემოში „ბიოგრაფი“ ღია საზოგადოებას შექმნის, სადაც ადამიანური ურთიერთობები განსაკუთრებულად სასიამოვნოა,”-აცხადებენ “ვისოლ ჯგუფში”.
კომპლექსი, რომელიც უახლოეს 5 წელიწადში უნდა დასრულდეს, სწორედ ყოფილი სასტუმრო „აფხაზეთის“ ნაცვლად აშენდება. პროექტი სახელწოდებით – „საკენის“ მშენებლობა, თბილისში, ვაჟა-ფშაველას 25 ნომერში ხორიელდება.
133 მეტრი სიმაღლის, 38 სართულიანი კომპლექსი, სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: საცხოვრებელი, კომერციული, საოფისე. სამივე მათგანს აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი და ლობი. მულტიფუნქციური სივრცის ყველა დეტალი კომფორტული და მოხერხებელი ცხოვრების სტილზეა გათვლილი.
„საკენის” საერთო საცხოვრებელი ფართობი 22 511 კვადრატულ მეტრს შეადგენს, კომერციული – 9 543-ს, ავტოსადგომი კი 9 600 კვადრატულ მეტრზე მოეწყობა.
პირველი 5 სართული წარმოდგენილი იქნება პედესტალის სახით, სადაც -1 სართული კომერციულია, მომდევნო 2 სართული ავტოსადგომი, მომდევნო 2 კომერციული და შემდეგი პედესტალის სართული ეზო და კომერციული ფართი. დარჩენილი სართულები საცხოვრებელი, რომელიც ტიპურია გარდა ბოლო საცხოვრებელი სართულისა.
შენობა წარმოდგენილია ვიტრაჟული პედესტალით, რომელსაც არეკვლადი ფასადი ექნება.
განტვირთვისა და დასვენებისთვის მოწყობილი იქნება 2000 კვ.მ გამწვანებული ეზო ქალაქის ცენტრში, ხოლო სახცოვრებელ გარემოში არსებული 25-მეტრიანი საცურაო აუზი, სპაცენტრი, ჩოგბურთის მინიკორტი თუ ფიტნეს დარბაზი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას.
კომპლექსის შიდა პერიმეტრზე გადანაწილებული იქნება კაფე-რესტორნები და ესთეტიკური ცენტრები, სუპერმარკეტი, აფთიაქი თუ ბანკი, რაც გაამარტივებს ყოველდღიურ საჭიროებებს.
„საკენი“ სეისმომედეგობის თვალსაზრისით, ქვეყანაში დადგენილ სტანდარტის მიხედვით აშენდება. ამასთან, „საკენში“ – სრულად ადაპტური გარემო იქნება წარმოდგენილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რაც უზრუნველყოფს მათ თანაბარ წვდომას შენობის ყველა ზონასთან, კომფორტულ და დამოუკიდებელ საცხოვრებელ და სამუშაო გარემოს.
15 ივნისს კომპანია „ბიოგრაფმა“ „საკენის“ დეველოპერული პროექტის კომრციულ პარტნიორებთან მემორანდუმი გააფორმა. შესაბამისად, უკვე ცნობილი გახდა, რომ პრემიუმ დელიკატესების მაღაზია „გასტრონომის“ ჰიპერმარკეტი, „ოკტოპუსის“ 25 მეტრიანი აუზი და თანამედროვე ფიტნეს ცენტრი, „პოლის“ ფრანგული რესტორანი, იტალიური რესტორანი ,,ბისტრო გასტრონომისგან“, „დანკინის“ ამერიკული რესტორანი და ჯანსაღი კვების ქსელი „სკა“ – „საკენის“ კომპლექსში განთავსდება და მაცხოვრებლებს კომფორტულ გარემოს შეუქმნის.
„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა „ბიოგრაფის“ პირველი პროექტის – „საკენის“ კომერციული პარტნიორები გავაცნოთ საზოგადოებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ ვინ შექმნის ჩვენთან ერთად იმ ეკოსისტემას, სადაც ყველაზე მომთხოვნი მომხმარებელისთვისაც კი სასურველი პროდუქტი თუ მომსახურება ერთ კომფორტულ სივრცეშია ხელმისაწვდომი და სრულყოფილი გარემოა იმისთვის, რომ დაზოგილი დრო ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრებას და ადამიანურ ურთიერთობებს დაუთმოს. „გასტრონომი“, ,,ბისტრო“, „ოკტოპუსი“, „პოლი“, „დანკინი“, „სკა“ „ბიოგრაფთან“ ერთად უკეთეს საცხოვრებელ გარემოს შექმნიან და კიდევ ბევრ პრემიალურ ბრენდს გაუჩენენ სურვილს „საკენის“ სივრცეში მოემსახურონ ერთგულ მომხმარებლებს და მათი ყოველდღიურობის ნაწილნი გახდნენ“, – განაცხადა „ბიოგრაფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
Kalaki.ge-სთან საუბარში ვასილ ფხაკაძემ აღნიშნა იცის, რომ „საკენში“ გაყიდვების პროცესი უკვე დაწყებულია. როგორც ირკვევა კომპლექსში 1 კვ.მ-ის ფასი 4 593 ₾-დან იწყება.