თბილისში, მარტში გასაყიდ ბინებზე მოთხოვნა შემცირდა
უძრავი ქონების ასოციაციაში აცხადებენ, რომ გასაყიდ ბინებზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირებულია.
როგორც ჩანს, თებერვალსა და მარტში, უძრავი ქონების მიმართ დიდმა მოთხოვნამ გამოიწვია მარტის შვის დაბალი მაჩვენებელი ვინაიდან ვისაც ჰქონდა სურვილი სხლის შეძენის სწორედ გასულ თვეებში მოახერხეს. როგორც უძრავი ქონების ასოციაციაში განმარტავენ, ფიქრობდნენ, რომ მარტის თვეში ფასების კიდევ უფრო გაძვირებას ელოდნენ: „ორი თვის წინ დიდი მოთხოვნა იყო, მარტში კი შემცირდა. ორი თვის წინ რა ფასებიც იყო, იგივეა ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ გვეგონა ბინები მარტშიც გაძვირდებოდა. მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ბინებს ყიდდნენ და შემდეგ ალტერნატიულ ფართს ყიდულობდნენ, უძრავ ქონებას აღარ ყიდიან, რადგან კატასტროფულად გაზრდილი ფასების ფონზე, ალტერნატიულ ფართს ვეღარ პოულობს.
საინვესტიციოდ ვინც ყიდულობდა ბინებს, ისინიც ვეღარ ყიდულობენ. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს. თუ, მაგალითად, ვაკეში 60 კვადრატულ ბინას ათასად ყიდულობდნენ, ახლა ამის საშუალება აღარ აქვთ. მათი მხრიდანაც შემცირებულია მოთხოვნა. ადამიანები, ჯერჯერობით, ვერ ეგუებიან გაზრდილ ფასებს. ამ ეტაპზე უძრავი ქონების გაძვირება არ იგეგმება, თუმცა, ვფიქრობ, არც გაიაფდება. რა იქნება მომავალში, ეს მომხმარებლებზეა დამოკიდებული. “ განმარტავენ ასოციაციაში, ინფორმაციას ამის შესახებ “BMG”– ავრცელებს.
იანვარისა და თებერვლის მონაცემების მიხედვით, ბინებზე მოთხოვნის გაზრდასთან ერთად ფასებიც საგრძნობლად გაიზარდა. შესაბამისად მარტში კიდევ ელოდნენ უძრავი ქონების მიმართ ინტერესის გაზრდას, თუმცა როგორც აღმოჩნდა მარტის თვეში მოთხოვნა იმაზე ნაკლები იყო ვიდრე ვარაუდობდნენ.