თებერვალში ბინებზე ფასი 0.9%-ით შემცირდა
თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი თვიურად შემცირდა, წლიურად კი გაიზარდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ თებერვლის მშენებლობის ღირებულების ინდექსშია აღნიშნული.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9%-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.7%-იანი კლებით იყო განპირობებული, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.9 პროცენტული პუნქტი შეიტანა.
რაც შეეხება, მშენებლობის ინდექსის წლიურ ცვლილებას, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 4.7%-ით გაიზარდა. ინდექსის ზრდა, ძირითადად, სამშენებლო მასალებზე ფასების 5.4%-იანი ზრდით იყო განპირობებული, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 3.09 პროცენტული პუნქტი შეიტანა.